რუსული მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მოსკოვური კლუბი იტალიელ მასიმო კარერას დანიშნავს, რომელიც გუნდში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც თანამდებობა დმიტრი ალენიჩევმა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო მოლაპარაკება მწვრთნელობის მთავარ კანდიდატთან, ყურბან ბერდიევთან. რაც შეეხება კარერას, "სპარტაკში" მისვლამდე ის ანტონიო კონტესთან ერთად ტურინის "იუვენტუსსა" და იტალიის ნაკრებში მუშაობდა.
რუსეთის პრემიერლიგაში სამი ტურის შემდეგ "სპარტაკს" შვიდი ქულა აქვს და პირველ ადგილს "კრასნოდარსა" და ცსკა-სთან