შეგახსენებთ, რომ კვირკველია, რომელიც ბოლო სეზონებში "რუბინის" მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად იყო, ახალი სეზონის სასტარტო ოთხ ტურში არათუ ძირითად შემადგენლობაში, განაცხადშიც კი არ ჩანს. ყაზანელთა კლუბის გენერალური დირექტორის თქმით კი, რამდენიმე მცველი აგვისტოს ბოლოს გუნდს იჯარის წესით დატოვებს, ზოგიერთი კი - სამუდამოდ...
დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში კვირკველიამ განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა და ის კვლავ ვერ მოხვდებოდა ყაზანელთა განაცხადში, მაშინ კლუბის
- "რუბინის" განაცხადს მიღმა ჩემი დარჩენა სხვა რაღაცის ბრალია..."
"ჯერ გუნდთან ერთად ვარ და კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი. ვნახოთ, უახლოეს დღეებში, ალბათ, შემხვდება კლუბის ხელმძღვანელობა და დავილაპარაკებთ, ოღონდ ეს საუბარი ჩემ დარჩენაზე იქნება თუ წასვლაზე, არ ვიცი.
თუ მითხრეს, რომ კლუბს ვჭირდები, დავრჩები, მაგრამ თუ "რუბინი" არ უყვართ და შედეგი არ უნდათ, წავალ, უგუნდოდ ნამდვილად არ დავრჩები.
გპირდებით, თუ წავედი, "რუბინზე" ბევრად მაგარ გუნდში წავალ", - გვითხრა კვირკველიამ.
ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა აბსოლიტური უმრავლესობა ზის სკამზე ნუ რა შედეგი გინდათ მართლა არ მესმის?)
ჩემპიონატი დააფინანსეთ რო გაძლიერდეს ჩვენი დონე თამაშის თორე ამ ლეგიონერების იმედად საუკუნეა ვართ და 0 შედეგი )