"ვიტესის" მწვრთნელი: ყაზაიშვილს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ...

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეს მესამე ტურში "როდასთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ, არნემის "ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა ჰენკ ფრეიზერმა ჟურნალისტებთან ვაკო ყაზაიშვილზე ისაუბრა.

აღნიშნულ შეხვედრაში ვაკო მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, მეორე ტურში კი "დენ ჰააგთან" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ის მოედნიდან მე-60 წუთზე გაიყვანა, რითაც თავად ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო.

- ვაკო ყაზაიშვილი: თამაში მსურს, მწვრთნელს კი არ ვეთანხმები...

"ფეხბურთელები მოედანზე თავიანთ მაქსიმუმს უნდა აკეთებდნენ. ეს არის ის, რასაც თითოეული ფეხბურთელისგან მოვითხოვ, რადგან დადებით შედეგს მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ. მარტო მე კი არა, საკუთარ თავთან
თავადაც უნდა გააჩნდეთ მეტის მოთხოვნილება.

თავისი მონაცემების გამო ყაზაიშვილი ჩემთვის კვლავ რჩება ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ მჭირდება, რომ ეს მონაცემები, რომლებიც გააჩნია, მაქსიმალურად გამოიყენოს. ვაკოსი დღემდე მჯერა!", - ციტირებს მწვრთნელს gelderlander.nl.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მორჩა მგონი ამის ფეხბურთიც. მალე ვიხილავთ ურალის სათადარიგოზე, ჭანტურიას გვერდით. სამწუხაროა. რა სჭირთ ამ ქართველ ფეხბურთელებს ვერ გამიგია. როგორ ანიავებენ ნიჭს...
shota
12:43 23-08-2016
0
მწვრთნელი მართალია, ეს სიტყები მარტო ვაკოს არ ეკუთვნის, ვაკოს მწვრთნელის ეს სიტყვები ტითოეულ ქართველ ფეხბურთელს გამოაფხიზლებს: მარტო მე კი არა, საკუთარ თავთან თავადაც უნდა გააჩნდეთ მეტის მოთხოვნილება.
ვივა ჰენკ ფრეიზერ!
17:43 22-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული