აბურჯანიას, რომელსაც ესპანეთში სამუშაო ვიზის მიღებაზე მცირე პრობლემები შეექმნა, საკმაო ხანი არ უვარჯიშია და ახლა ორმაგი დატვირთვით ვარჯიშობს.
21 წლის ფეხბურთელის თქმით, მის დებიუტს სეგუნდა დივიზიონის გუნდ "სევილია ატლეტიკოში" არც მომდევნო ტურში უნდა ველოდოთ.
"25 დღეა არ მივარჯიშია, ამიტომ სათამაშო ფორმის აღსადგენად ახლა ინდივიდუალური პროგრამით დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. ამ ვარჯიშების მიზანი და აზრი მოსამზადებელ პერიოდში ფიზიკურად მოძლიერებაა.
საჭიროა, რომ
ასე რომ, ჯერ მოსამზადებელ პერიოდს გავდივარ, რომელიც საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამიცდა, "სევილიაში" დებიუტი კი ეროვნული ნაკრების თამაშის შემდეგ მექნება", - გვითხრა აბურჯანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამ მატჩისთვის გუნდში აბურჯანიაც იხმო.