"შლიონსკის" გულშემატკივრებმა ლაშა დვალი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს

AutoSharing Option
ვროცლავის "შლიონსკის" გულშემატკივრებმა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად გუნდის ქართველი მცველი ლაშა დვალი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ მე-6 ტურში დვალის "შლიონსკმა" "პლოცკს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

- ლეგიონი გუშინ: ლაშა დვალის 90 წუთი და უგოლო ფრე "პლოცკთან"

გამოკითხვაში, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა, დვალმა ხმათა 34% მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული