"თავისთავად ცხადია, რომ ჩვენს ჯგუფში "ზენიტი" ჩემპიონთა ლიგის დონის კლუბია, აზ-ი ძალიან კარგად შეკრული გუნდია და არც ირლანდიელებთან გვექნება ადვილი გასეირნება.
ამის მიუხედავად, მჯერა, რომ "მაკაბი" ამ ჯგუფიდან გავა", - განუცხადა "სპორტ-ექსპრესს" შოთა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ "მაკაბისთან" ერთად ჯგუფში ითამაშებენ რუსული "ზენიტი", არველაძის ყოფილი გუნდი "აზ ალკმაარი" და ირლანდიური "დანდალკი".