შოთა არველაძე: ევროპა ლიგის ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია

AutoSharing Option
თელ-ავივის "მაკაბის" ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე მიიჩნევს, რომ მის გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი ოფში გასვლა შეუძლია:

"თავისთავად ცხადია, რომ ჩვენს ჯგუფში "ზენიტი" ჩემპიონთა ლიგის დონის კლუბია, აზ-ი ძალიან კარგად შეკრული გუნდია და არც ირლანდიელებთან გვექნება ადვილი გასეირნება.

ამის მიუხედავად, მჯერა, რომ "მაკაბი" ამ ჯგუფიდან გავა", - განუცხადა "სპორტ-ექსპრესს" შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მაკაბისთან" ერთად ჯგუფში ითამაშებენ რუსული "ზენიტი", არველაძის ყოფილი გუნდი "აზ ალკმაარი" და ირლანდიური "დანდალკი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული