"აქ არ მენდობიან და რა ვქნა?" - ქიმერიძეს "როსტოვის" და რუსეთის ნაკრების ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი ქიმერიძე კარიერას, სავარაუდოდ, "როსტოვში" გააგრძელებს.

ქიმერიძე, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებში გოჩა ავსაჯანიშვილის მწვრთნელობის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ტრანსფერთან და ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ქიმერიძეს უკვე რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც იწვევენ და გამომდინარე იქიდან, რომ აქ შანსი არ ეძლევა, სერიოზულად ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე უარის თქმას.

"დეკემბერში, როცა 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მიემგზავრებოდა, გუნდში ვიყავი გამოძახებული. თუმცა, სანამ ნაკრები შეკრებას დაიწყებდა, უკვე ვიცოდი,
რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრებდნენ და ჩემს ნაცვლად სხვა ფეხბურთელს წაიყვანდნენ. თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით...

მოგეხსენებათ, ზუსტად იმ პერიოდში დონეცკის "შახტარი" იყო ჩემით დაინტერესებული. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჩემს ძმას ერთერთი ქართველი აგენტი გაესაუბრა. ასე უთქვამს, "შახტარში" გაუჭირდება გადასვლა, ამიტომ, ნუ იქნება 35-ე სკოლაში და "შახტარის" ვარიანტის ლოდინს, სჯობს, საქართველოს უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მე ვუპატრონებო, რაზეც ჩემი ძმისგან უარი მიიღო - "შახტარი" გვსურდა. ამიტომ აღნიშნული წინადადებით სხვა ფეხბურთელს მიმართა, რომელიც დათანხმდა და ჩემს ნაცვლად უკვე მას უხმეს ნაკრებში. მე კი მინსკში ტურნირზე აღარ წამიყვანეს, სადაც "შახტარის" წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ და საქმეში ვენახე...

17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში ფრჩხილის ტრავმის გამო გამოვტოვე, თუმცა იმ ტკივილმა ერთ დღეში გამიარა. ჩვეულებრივად შემეძლო თამაში, მაგრამ ორი დღე მაინც დამასვენეს - ასე მეუბნებოდნენ, მინსკის ტურნირზე მიგვყავხარ და ნუ გაირთულებო. არადა, შემეძლო ვარჯიში და მსურდა კიდეც, მაგრამ უარზე იყვნენ. მეორე დღეს დამიბარეს და მეუბნებიან, ვეღარ მოდიხარ მინსკში, თანაც, სხვადასხვა მიზეზები დამისახელეს: ერთმა ტრავმის გამოო, მეორე წონას აბრალებდა, მესამე კი მეუბნებოდა, ფორმაში არ ხარო.

იმის მერე გაფართოებულ 30-კაციან შეკრებაზეც არ წამიყვანეს.

ამასობაში, ჩემი საუკეთესო წლებიც გადის და მირჩევნია იქ წავიდე, სადაც ვითამაშებ, სადაც დამაფასებენ და სადაც ჩემს შესაძლებლობებს დაინახავენ.

განაწყენებული ვარ... 13-წლამდელებიდან მოყოლებული, არცერთი შეკრება არ გამომიტოვებია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩემი გაკეთებული პასით გავიდა ნაკრები ელიტრაუნდში და ელიტრაუნდში აღარ გამომიძახეს. გული დამწყდა შემდგომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის გამო - ამ ეტაპამდე მისვლაში წვლილი ხომ მეც მქონდა შეტანილი.

ახლა "როსტოვის" დუბლების ვარიანტი მაქვს... ქართულმა კლუბებმა უარი მითხრეს: თბილისის "დინამომ", "ლოკომოტივმა", "საბურთალომ"...

"ლოკომოტივში" ჩემს პოზიციაზე არ დამაყენეს. კაცმა არ იცოდა, მომიწევდა თუ არა იქ საერთოდ თამაში. სწორედ ამის მერე შევაგროვე ჩემი ნათამაშები მატჩების ვიდეოები, გოლები - ყველა მასალა, რაც კი არსებობდა და ერთერთ რუს აგენტს გადავუგზავნე. მან რამდენიმე კლუბს გააცნო ეს მასალა, რის შემდეგაც რუსეთის პირველი ლიგის გუნდებიდან მივიღე შემოთავაზებები. არჩევანი, საბოლოოდ, "როსტოვზე" შევაჩერე. უახლოეს დღეებში ჩავალ იქ და კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებთ.

ეგ კი არა, პასპორტის გაკეთება და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც კი შემომთავაზეს. ალბათ, დავთანხმდები. რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში აღარ მაძლევენ შანსს და ეროვნულში ვინღა გამომიძახებს?!

არაუშავს, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ვიბრძოლებ. ყველას დავუმტკიცებ, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ! პრინციპში, ეს ისედაც იციან, მაგრამ...", - ამბობს ქიმერიძე.
მკითხველის კომენტარები / 43 /
აი რუსეთში,რომ დაამტკიცებს ფეხბურთელობას მერე ატყდება აქ ჭკუის სწავლებები და მოწოდებები,რომ უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და ითამაშოს "ჭ" კლასის ჩემპიონატში კაპიკებზე და გახდება ნაკრების კანდიდატი.ახლა კი გულს უკლავენ ახალგაზრდა ბიჭს და ეუბნებიან,რომ აქ უნდა მოკვდეს,როგორც მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი.ქართული უბედურება,ვაი- ვითომ პატრიოტობა
vaxvax
30 აგვისტო 2016 08:51
0
არაფერი ჭირს მაგ ბიჭსა რც ფიზიკურში მოსამზადებელი მაგუს ასაკში მითუმეტეს იმაზე
წინ
არის ვიდრე დანარჩენები. რუსეთს რომ
გაუტანა და კიდევ ბევრს მაშინ
იყო
ამომავალი ვარსკვლავი და ყველა გახარებული რომ
იყო გოლები რომ
გაჰქონდა და საგოლე
პასებს აკეთებდა და ერთ კვირაში ტურნირი
რომ დასრულდა მწვრთნელი
რომ შეუცვალეს და იმან
აგარ გამოიძახა
მერე აღარ?? ასეა საქართველოში გაგწირავენ
და მერე შენ დაგაბრალებენ. მიდი
ქიმერ ბოლომდე სადაც დაფასდები იქ ჯობია.
fexburti
30 აგვისტო 2016 04:04
0
ვისაც არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე რა არის უსამართლოდ ათვალწუნება ნუ განსჯით წადი ყველგან სადაც გათამაშებენ თუნდაც რუსეთის ნაკრებში ბევრს არ ესმის რო ეს პროფესიაა რომელსაც წირავ ჯამრთელობას დროს უარს ამბობ განაათლებაზე და გაქვს სულ რაღაც 10 -15 წელი რომ რაღაცა შექმნა
აქ რო დაუნახავობა და ბიძაშვილ მამიდაშვილობა არ მოიშლება ეგ ჩემ თავზეც მაქვს გამოცდილი და კიდევ არაერთი თაობა გამოცდის ასე რომ ბილეთი ხელში და უკან მოუხედავად წადი
Mamuka
30 აგვისტო 2016 03:25
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მარგი ჯიგრიანი ფეხბურთელი დამდგარიყავი ითამაშე სადაც დაგაფასებენ, ჩვენ არ ვიცით და ვერც ვისწავლით მაგას, აქ პატრონი უნდა გყავდეს სირბილი და დარტყმა რომ არ შეგეძლოს მაინც ათამაშებენ როგორც დინამომ გააკეთა ეხლა დუბლებში ტიპმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი და აქ სასტარტოში იყო, არ დავასახელებ სახელს და გვარს. რაც ითამაშა ნახეთ ყველამ რო გაყავდათ კიდე უკმაყოფილო იყო სასაცილოა, მეტი სტიმული უნდა მოგეცეს ეხლა ივარჯიშე და გახდი წარმატებული! ამ უუნაროების ჯინაზე!
გიო
30 აგვისტო 2016 03:17
0
რაც არ უნდა იყოს, მტერი სახელმწიფოს ნაკრებში თამაში იუღებელია. წავიდეს კი ბატონო, რუსულ კლუბში ითამაშოს და თუ მართლა მაგარია დაამტკიცებს და შეიძლება ახალგაზრდულში ვერა მაგრამ ეროვნულში მაინც გამოიძახებენ. არსებობს ფულზე და დიდებაზე ძვირფასი რამ და ამას ჰქვია სამშობლო.
ფაშა ძლიერი
30 აგვისტო 2016 03:12
0
ქიმერას თამაშები ნანახი მავს არ ვამბობ სასწაულიათქო მაგრამ არავიზე ნაკლები არარის მაგრამ ერტი პატრონი ნაღდად არ ყავს და რაღაც აითვალწუნეს ასე იციან საქართველოში ეს პირველი არ არის ქიმერას კიდევ ბევრი აქ სატქმელი და იტყვის როცა დრო იქნება მიაწექი ქიმერ ამატ ჯინაზე
gulshematkivari qutaiski
30 აგვისტო 2016 02:16
0
მეც გამოვცადე საკუთარ თავზე მსგავსი სიტუაცია და მე ამ ბავშვისგან განსხვავებით საზღვარგარეთ წასვლის შანსიც არ მქონდა...დავრჩი ასე საყვარელ საქმეს ჩამოშორებული გადისტრიბუტორებული კაცი...დროზე წავიდეს რუსეთის ნაკრების მაისურიც მოიგოს და გამარჯვების გოლი საქართველოს ნაკრებს კი არა ჩვენი ფედერაციის ნაკრებს გაუტანოს(საქართველოს ნაკრები ის არ არის იქ დიდი პროცენტით შეტენილი თაობაა ნუ ყველას არ ეხება ნუ შემჭამთ) ასე რომ წარმატებები ძმაო და ჩემი ბოღმაც ანთხიე ამ მატლებზე ფეხბურთის მღრღნელებზე...ტფუი ქართული ფეხბურთის მესვეურებს ტფუი სულში !!!
C C C P ...
30 აგვისტო 2016 01:50
0
Sakartveloshi rodzalian shorsvar pexbirtisgan paktia da ragindat ambavshvisgan scorgadaclvetilebas igebs cava da didpexburtsnitamashebs aranairi galatinararis ubralodnspprtuli karieraa reebic gaauketesnkimeras ro icodet ese arilaparakebdit araperi aricit raxdeba shidansamzareulosji da rogoria sakartveloshi tamashi da gtxovt gachumdit da bavshvma didi pexburti itamashosnzustadac unda cavides scoriangenacvale kimer miaceki bolomde sheni gulshematkivari var arusmino bogmian.xalxs ak pexburtis garda kvelaperia da visac casacveli gakvt cadit kveknis mogalateobazr araris saubarinubralod ak ar daapases da ik midis sadac apaseben warmatebebi!!!
Nika
30 აგვისტო 2016 01:44
0
აქ რო ეფერებოდნენ იმიტომ მიდის არა საქარტველოდან ვინ წავა ტუ მარტლა რაღაც არ ხდება მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად
goga
30 აგვისტო 2016 01:38
0
არეული აქვს ამ ბავშს თავ-გზა - ეს ყველაფერი მხოლოდ მისი მოფიქრებული არ იქნება. ვაი-მენეჯრებმა დაუხატეს ალბათ "რუსული ზღაპარი" - ვიღაცაზე გაბუტვას ადგეს ითამაშოს, ასაკობრივში თუ ვიღაცა ვიღაცას შეიძლება თავისი ნებით იძახებდეს, ეს თუ ნაკრების დონის თამაშს ითამაშებს, ფიზიკურად ვერ დაიმალება, ნაკრების დონეზე ასეთი რამეები ვერ ხდება ასე მარტივად!
kote
30 აგვისტო 2016 01:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული