ვაკო ყაზაიშვილი კონტრაქტის გასაფორმებლად სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა

AutoSharing Option
როგორც Sportalll.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი თბილისიდან სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა, რათა ადგილობრივ კლუბ "ლეგიასთან" 1-წლიან იჯარაზე კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

23 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში დღესვე გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც გააფორმებს კიდეც ხელშეკრულებას. ამასთან, ცნობილია, რომ კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება სეზონის ბოლოს მისი "ვიტესისგან" გამოსყიდვის შესაძლებლობაც.

დიდი ალბათობით, ყაზაიშვილი სამშობლოში ხვალ, 31 აგვისტოს დაბრუნდება და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში სასტარტო მატჩისთვის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია"
წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ვარშაველები ჯგუფში მადრიდის "რეალთან", დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "სპორტინგთან" ერთად მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ათამაშებენ მშვენიერი გუნდია ლეგია თუ არა და რა აზრი აქვს სკამზე სად იჯდება ვიტესში ლეგიაში თუ მერანში?! წარმატებები ვაკო!!!
ashota
16:23 30-08-2016
0
სტანდარტი კი არ დაიწია, პირიქით სერიოზულ ნაბიჯს დგამს. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თავის გამოჩენა. წარმატებები!
ანდრი
16:55 30-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული