საიტის ინფორმაციით, გუნდის 8 ფეხბურთელს, რომელთა შორის კვირკველიაც არის, სამწვრთნელო შტაბის ქმედებები არ მოსწონს. 8-ვე ფეხბურთელს აკრძალული აქვს მთავარ გუნდთან ვარჯიში და ზოგიერთი ფეხბურთელის იჯარით სხვა გუნდში გადაყვანის პროცედურა უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ "რუბინში" მთავარი მწვრთნელის, ხავი გარსიას მოსვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ეძლევა. ამათან ერთად, კვირკველია განაცხადშიც კი არ შეჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ გუნდში ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტური სიტუაციაა, რის გამოც
აქვე გეტყვით, რომ კვირკველიას გადაბირებით მოსკოვის "სპარტაკი" და "კრასნოდარი" არიან დაინტერესებულები.