საბა კვირკველიას "რუბინის" მთავარ გუნდთან ვარჯიში აკრძალული აქვს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ქართველ მცველ საბა კვირკველიას მთავარ გუნდთან ვარჯიში აკრძალული აქვს. ამის შესახებ ვებგვერდი inkazan.ru იუწყება.

საიტის ინფორმაციით, გუნდის 8 ფეხბურთელს, რომელთა შორის კვირკველიაც არის, სამწვრთნელო შტაბის ქმედებები არ მოსწონს. 8-ვე ფეხბურთელს აკრძალული აქვს მთავარ გუნდთან ვარჯიში და ზოგიერთი ფეხბურთელის იჯარით სხვა გუნდში გადაყვანის პროცედურა უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ "რუბინში" მთავარი მწვრთნელის, ხავი გარსიას მოსვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ეძლევა. ამათან ერთად, კვირკველია განაცხადშიც კი არ შეჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ გუნდში ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტური სიტუაციაა, რის გამოც
გარსიას კლუბის პრეზიდენტიც კი შეხვდა.

აქვე გეტყვით, რომ კვირკველიას გადაბირებით მოსკოვის "სპარტაკი" და "კრასნოდარი" არიან დაინტერესებულები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაასწარი მალე მანდედან, შენც ნეფტოხიმიკში არ ამოყო თავი...ისე მაგარი გნიდაა ეტყობა ეს გარსია, საბაზე რომ უარს იტყვი კაცი თანაც რუსეთის ჩემპში, მალე .,........ რუბინიდან
gaga
15:48 30-08-2016
0
წავიდეს მართლა ამ სანაგვედან რა. პრინციპულად არ უნდა თამაშობდნენ ამ საშინელ ჩემპიონატში, მაგრამ სხვაც რომ არ ახევს კალთებს?
გგგ
16:15 30-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული