ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს.

ინფორმაცია პოლონური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ყაზაიშვილი, რომლის სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, "ლეგიაში" იჯარის წესით ერთ სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც ვარშაველებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ვაკო ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"მოხარული ვარ, რომ "ლეგიას" შევუერთდი და ასეთ დიდ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ. "ლეგიაზე" ბევრი კარგი მსმენია ჩემი თანამემამულე ლადო დვალიშვილისგან. სწორედ ის თამაშობდა "ლეგიაში" და კლუბზე ბევრი რამ მიამბო.

ჩემპიონთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ
ეს ფეხბურთია და ყველაფერია შესაძლებელი. სწორედ ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ!", - განუცხადა ყაზაიშვილმა პოლონური კლუბის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მეტოქეებად მადრიდის "რეალი", დორტმუნდის "ბორუსია" და ლისაბონის "სპორტინგი" ეყოლება.

პირველ შეხვედრას "ლეგია" 14 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, "ბორუსიას" წინააღმდეგ გამართავს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ვაკო საუკუნეა რაც ქართველი ფეხბურთელი ლიგაზე არ ყოფილა თავი უნდა გაიგიჟო რო ძირითადში ჩაჯდე)))
0
ვაკო გილოცავ, სულ წარმატებები იყოს შენი თანამგზავრი.
gizog
14:46 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული