Sportarena-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს სამედიცინო შემოწმების წარმატებულად გავლის შემდეგ, ოქრიაშვილმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, კლუბი ტრანსფერს უახლოეს საათებში გააფორმებს.
კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი ბოლოს თურქულ "ესქისეჰირში" იჯარის წესით თამაშობდა, ბელგიურმა "გენკმა" კი მისი შენარჩუნება არ ისურვა.