foot01.com: აგენტი ოქრიაშვილის "ოლიმპიკში" ტრანსფერის ჩაშლის სხვა მიზეზებს ასახელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილის აგენტმა მამე ამიროვმა ფრანგულ გამოცემა foot01.com-თან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი კლიენტის ტრანსფერი მარსელის "ოლიმპიკში" არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმებისას გულის პრობლემები დაუდგინდა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა, ფეხბურთელს კი 20-დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.

[ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

თუმცა ოქრიაშვილის აგენტი მამე ამიროვი ტრანსფერის ჩაშლის სხვა მიზეზებს ასახელებს.

"ინტერესი ნამდვილად იყო. ვიყავით კლუბშიც. ოქრიაშვილი მარსელის "ოლიმპიკში" არ გადავა! "გენკსა" და
"ოლიმპიკს" შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. შეთანხმება ვერც "ოლიმპიკსა" და ფეხბურთელს შორის შედგა... მარსელს დღეს ვტოვებთ!", - განაცხადა მამე ამიროვმა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
როგორ ტვინი დაღალეთ ამ უაზრო ჭორაობით რა... გული მერევა უკვე
gaga
13:13 31-08-2016
0
ალბათ მეორე გუნდისთვის უნდოდათ...DDD, ამისგან დიდი ფეხბურთელი ვერ დადგება ვერაააა, რაც ამან გენკში აკეთა ამ საქციელით უბრალო სპორტსმენიც ვერ დადგები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული