"მარსელი" ყველაზე რეალური იყო, მაგრამ სხვა ვარიანტებიცაა - "გენკი" ოქრიაშვილისთვის კლუბს ეძებს...

AutoSharing Option
ბელგიური "გენკის" ტექნიკურმა დირექტორმა walfoot.be-სთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის ქართველ შემტევ თორნიკე ოქრიაშვილის სიტუაციაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ოქრიაშვილის ტრანსფერი მარსელის "ოლიმპიკში" სამედიცინო შემოწმების შემდეგ გულის პრობლემის გამო ჩაიშალა, ხოლო როგორც ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, მიზეზი კლუბებს შორის შეუთანხმებლობაა.

- [ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა
- foot01.com: აგენტი ოქრიაშვილის "ოლიმპიკში" ტრანსფერის ჩაშლის სხვა მიზეზებს ასახელებს

"ოქრიაშვილის შემთხვევაში მარსელის "ოლიმპიკი" ყველაზე რეალური ვარიანტი იყო, თუმცა ეს ერთადერთი გუნდი არ ყოფილა - თორნიკეს სხვა ვარიანტებიც აქვს, უბრალოდ, ნაკლებად
სავარაუდოა იმ კლუბებში გადასვლა. მის საკითხზე ვმუშაობთ", - განაცხადა დირექტორმა.

სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და ოქრიაშვილის მომავალი ჯერაც უცნობად რჩება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არაუშავს თორნიკე, ცხოვრება ხან აღმართია, ხან - დაღმართი. მთავარია ჯანმრთელობას გაუფრთხილდე და ფორმაში იყო, გამოჩნდება ახალი გუნდი და მოგეცემათ გაბრწყინების შანსი ბევრჯერ. წარმატებებს გისურვებთ.
ლუკა
16:25 31-08-2016
0
გაიხარე ლუკა, ნამდვილი ვაჟკაცი ხარ. კაცობა გაჭირებაში თანადგომაა და არა ქილიკი უგვანოებისგან
gizog
16:40 31-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული