შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე", ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. კვირკველია კი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბის გამოცვლას იმედოვნებდა, კვლავ "რუბინში" დარჩა.
- სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და "რუბინიდან" არ წასულხარ. არადა, ამბობდი, რომ სამი გუნდის ვარიანტი გქონდა. რა მოხდა?
- უბრალოდ, იმ კლუბებში, სადაც მსურდა გადასვლა, "რუბინმა" არ გამიშვა. შესაბამისად, გადავწყვიტე,
არადა, ერთ-ერთი ვარიანტი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი, "როსტოვი" იყო. ჩემპიონთა ლიგაზე მსურდა თამაში და 3 დღის განმავლობაში ვეხვეწებოდი კლუბის ხელმძღვანელობას "როსტოვში" იჯარის წესით გაშვებას. 31 აგვისტოსაც, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ბოლო წუთებამდე ვთხოვდი გაშვებას, მაგრამ ისევ უარი მივიღე...
კიდევ ორი რეალური ვარიანტი გერმანიის ბუნდესლიგიდან იყო...
საერთოდ კი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა ქვეყნის გუნდებიდანაც მქონდა შემოთავაზებები - მართალია, არა მთლად ტოპ-კლუბებიდან, მაგრამ საკმაოდ ნორმალური გუნდებიდან.
- "რუბინს" საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს და უკვე მწვრთნელის შეცვლაზეც აქტიურად იწერება. ამიტომაც ხომ არ გადაწყვიტე კლუბში ზამთრამდე დარჩენა?
- არა, არა. "რუბინთან" 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და დარჩენა რომ გადავწყვიტე, ამის მიზეზი მწვრთნელის შესაძლო შეცვლა ნამდვილად არაა. დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება.
- გავრცელდა ინფორმაცია, კვირკველია და ყაზანელთა კიდევ 4 ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანესო...
- მერწმუნეთ, არავინ მოკვეთილა მთავარი გუნდიდან. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, როცა ყაზანში ჩავალ, პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ.
- საკმაო ხანია აღარ გითამაშია. რამდენად შესაძლოა ეს ნაკრებში შენს გამოსვლაზე აისახოს?
- ყოველდღე მქონდა კონტაქტი ნაკრების ხელმძღვანელობასთან. ძალიან მსურდა, სანაკრებო მატჩისთვის მზად ვყოფილიყავი და მართალია, არ ვთამაშობდი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი.
არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ჩემი სათამაშო კონდიციები ჯერაც გასაუმჯობესებელია, თუმცა მთლიანობაში, ფორმის შესანარჩუნებლად ვიშრომე და მომავალი მატჩისთვის მზად ვარ.
- ავსტრიით ვიწყებთ საკვალიფიკაციო ეტაპს. ვლადიმირ ვაისის თქმით, ჯგუფის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ სიურპრიზების შეთავაზება ყველასთვის შეგვიძლია...
- რა თქმა უნდა. ფეხბურთელი, რომელსაც იმედი არ აქვს ჯგუფიდან ჩვენი გასვლის, აქ არც ჩამოვიდოდა.
ავსტრიასთან შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. მთავარია, ქართველი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე და გვერდში დაგვიდგეს, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად, მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
ნამდვილად შეგვიძლია სიურპრიზების შემოთავაზება. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და საამისოდ თავს არ დავზოგავთ.
არცა ჰქნას და არცა თქვაას?
ნეტარ არიან მორწმუნენი...
ძალიან გვინდა, რომ ასეც მოხდეს და ავსტრიას მოვუგოთ :))), ისე, რომელი გრანდი ეგა მყავს რა :)))))))