თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდარის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას რუსულ "კრასნოდარში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. როგორც საიტი იტყობინება, კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება შედგა, ფეხბურთელი კი კვირის ბოლომდე ჩავა კრასნოდარში.

ოქრიაშვილი, რომელსაც 31 აგვისტოს "მარსელში" ტრანსფერი ჩაეშალა და "გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, "კრასნოდარს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

აქვე გეტყვით, რომ "კრასნოდარი" წელს ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. რუსული კლუბი ჯგუფში "ნიცასთან", "შალკესთან" და "ზალცბურგთან" ერთადაა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
/"გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, /

ჰოო აბა სულ ამან გაწყვიტა კი არა გამოაგდეს, ტავში რომ აუვარდებატ და დაიწყებენ მარიაჟობას და არასერიოზულ დამოკიდებულებას ეგრე იცის
maash
20:52 29-10-2017
0
წარმატებები ოქრი, ეს კაცი თუ ფორმაშია ნაკრები წარმატებით თამაშობს
giga
12:36 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული