ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო აბურჯანია "სევილია ბ"-ს მინიმუმ 1 თვით გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია "სევილია ბ"-ს მინიმუმ 1 თვე ვერ დაეხმარება.

ჩვენი ინფორმაციით, აბურჯანია, რომელმაც ტრავმა ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში მიიღო, მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს. ფეხბურთელს ზედა კუნთი აქვს გაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი ავსტრიასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდი ნაადრევად დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ ამათმა ტრავმებმა ხო.....
0
1963წ თბილისის დინამოში იაკუშინი მოიწვიეს მთავარ მწვრთნელად. პირველივე შეხვედრაზე ხმამაღლა განაცხადა: ქართველები ემოციური და ტექნიკური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ზოგიერთი არასრულყოფილი ფიზიკური მომზადების გამო ფინტების კეთების დროსაც იღებენ ტრავმებსო. მხედველობაში ქონდა "სასტარტო" აჩქარება. მან გუნდი კაჩალინს ისეთ მდგომარეობაში გადააბარარომ სსრკ ჩემპიონები გახდნენ პირველად.
ვაჟა
17:04 06-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული