უცხოური მედია: კარგი დრიბლინგის მქონე ვაკო ყაზაიშვილი ქებას იმსახურებს

AutoSharing Option
პოლონური მედია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე დადებითად გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ვაკოს დებიუტი ვარშავის "ლეგიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჰქონდა. "ლეგია" ანგარიშით 0:6 განადგურდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი მოედანზე 65 წუთი დაჰყო.

- F ჯგუფი: ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი და განადგურებული "ლეგია" [VIDEO]

პოლონურმა Gol24.pl-მა და eurosport.onet.pl-მა ვარშავული გუნდის ფეხბურთელები 5-ბალიანი სისტემით შეაფასეს, ვაკოს კი ორივემ 3 ქულა დაუწერა.

"მართალია, "ბორუსიას" მცველებს დიდი პრობლემები ვერ შეუქმნა, მაგრამ გამბედაობისა და მცდელობების გამო ვაკო შექებას იმსახურებს. ბურთის
ყოველი მიღებისას, საკუთარი დრიბლინგის ხარჯზე მომენტის შექმნას და კარში დარტყმას ცდილობდა. სხვების ფონზე, მან ნორმალურად ითამაშა", - წერს Gol24.pl ქართველზე.

Eurosport.onet.pl კი შემდეგს წერს: "დრიბლინგის ხარჯზე ყაზაიშვილი წინა ხაზში ნამდვილად აქტიურობდა და რაც შეეძლო, აკეთებდა, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი მაინც მცველთა დახმარებაში დაჰყო".

ვაკოს თამაშზე რუსულმა sport-express.ru-მაც დაწერა: "ლეგიას" შემადგენლობაში მხოლოდ ყაზაიშვილის გამოყოფა შეიძლება. ის ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა".
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიშა კომენტატორიც რო მიშაა :) (მიშა
15 სექტემბერი 2016 19:43)

ვაკოს წარმატება!
რეზო
21:28 15-09-2016
0
რა უნდა ექნა ვაკოს..დაცვაში ჩამჯდარი იყო..და კარებშიც ხომ არ ჩადგებოდა..თვითონ გუნდია უკლასო...მე ის მაინც ვერ გაივგე კრაიზე რატომ ათამაშეს..არაა ეგ ფლანგის მოთამაშე..შემტევი ცენტრია...
bujanga
20:07 15-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული