ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა.

16 სექტემბერს, ანანიძის გუნდი "ორენბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. ჯანო, რომელმაც წინა ტური გამოტოვა, ამჯერად მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 81 წუთი დაყო. მატჩის 69-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკის" მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეს ჯანო ანანიძის მეოთხე გოლია რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში 66-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში რუსეთის მოქალაქე ანზორ სანაია, ხოლო სტუმართა
სათადარიგოთა სკამზე იყო, ასევე ამ ქვეყნის მოქალაქე გიორგი მელქაძე.

ჩატარებული 7 შეხვედრის შემდეგ "სპარტაკს" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მეორე გოლზეც პირველი მწვავე პასი საჯარიმოში ჯანომ გააკეთა,მერა=ე ორი მოკლე პასი და გოლიც გავიდა.ბოლო ათი წუთი სანაიამაც მაგრად ითამაშა,ორი ძალიან სახიფათო დარტყმა შეასრულა,მათ შორის ერთი ძელს მოხვდა.
სოსო
20 სექტემბერი 2016 20:10
0
ისე გაიხარე შენი ოჯახით, როგორც ქართველები გაახარე
ika
20 სექტემბერი 2016 20:04
0
ერთი სტანდარტული რიგითი გოლი ,თანაც ისე რომ კაციშვილი არ უშლიდა ხელს არც პირდაპირ დარტყმისას და არც მიღების მერე დარტყმაში(თუკი მიიღებდა), რომლის არგატანის შემთხვევაში კაცმა მართლაც უნდა დაანებო თავი ფეხბურთს.

წარმატებები ჯანო, უკეთესები გაგეტანოს, ეს შენი ყველაზე უცუდესი გოლი იყოს.
QWERTY
20 სექტემბერი 2016 18:47
0
დარჩენილი წუთები ორენბურგის კარი ზანზარებდა! რა იყო ეს ა???
პაატა
20 სექტემბერი 2016 13:27
0
მაგარი ბიჭი ხარ, ძლივს არ დაიწყო ამ კაცმა თავის თამაშიიიიიიიიიიიი. გვეამაყები ყველას ..................
lika
17 სექტემბერი 2016 21:04
0
ჯანო ნუ გგონია საქართველო ყოველ შენს ნაბიჯს ვერ ხედავდეს, სიხარულით გადაღლილი ვარ პირადად მე, ისე დაიწყე ეს წელი. ღმერთმა ძალა მოგცეს ქვეყნის საკეთილდღეოდ
იკა
17 სექტემბერი 2016 21:03
0
რამდენი წელია ამ კაცს ველოდები როდის გაიხსნება ბოლომდე, მე მგონი იწყებს გახსნას, ყველა მაგარი ბურთი შეაგდო წელს, ჯანოს მეტი შეუძლია და ამას მალე ვნახავთ. ვენაცვალე ჯიგარში დაფრინავს თან ცეკვავს ქინქლაძესავით
gio
17 სექტემბერი 2016 21:00
0
4 თამაში 4 გოლი რუსების ჩემპში. ამ სანაიას მართლა რო შეეხმიანოს სფფ კაი იქნება, კაი ფორვარდი ჩანს.
rusi
17 სექტემბერი 2016 11:07
0
ჯანო მაგარი ხარ. ამ თამაშში ორემბურგის შემადგენლობაში ითამაშა ასევე ძალიან კარგად ფორვარდმა ანზორ სანაიამ. ერთხელ ძელს მოატყა ბურთი და სხვა სახიფათო მომენტიც შექმნა. კარგია თუ მიაქცევენ ყურადღებას ნაკრებიდან ამ კაცს.
kika
17 სექტემბერი 2016 08:35
0
წელს საუკეთესო სეზონი უნდა გქონდეს აბა შენ იცი ჯანო წარმატებები მე ყოველტვის თვალს ვადევნებ შენს თამაშებს სადაც არ უნდა ვიყო. უფალი გფარავდეს!!!!
დავით ჟილინი
17 სექტემბერი 2016 06:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული