14:14 17-09-2016
ანანიძემ 80%-ით მოუმატა! როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჯანოს გოლს რუსეთში [VIDEO]
AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველმა 16 სექტემბერს გამართულ "ორენბურგი"-"სპარტაკის" მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:3). ეს გოლი ჯანოსთვის მეოთხეა მიმდინარე ჩემპიონატში.
- ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]
აი, რას ამბობს რუსეთში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი ვალერი რეინგოლდი ანანიძეზე:
"საერთოდ, "სპარტაკი" ძალიან ლამაზ გოლებს იტანს. გულახდილად რომ ვთქვათ, ის, რაც ჯანო ანანიძემ გააკეთა, ნამდვილი ოსტატობაა. ამისთანა დარტყმის ასე ზუსტად შესრულება ყველას არ ძალუძს. ეგ კი არა, თავად ქართველსაც გაუჭირდება მისი გამეორება...
ჯანოს პროგრესი? გასებია, რომ მას ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ უწინდელთან შედარებით, ამ სეზონში მან 80%-ით მოუმატა. მწვრთნელის ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს თავადაც გამომიცდია. შეხედეთ მასიმო კარერასა და მისი მოთამაშეების ურთიერთობას! გუნდი არცთუ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იყო, მაგრამ შეცვლილ ფეხბურთელს იტალიელი კოცნიდა! ეს კი მოთამაშეებს ისე მუხტავს..."
ჯანოს გოლზე კომენტარი მოსკოვის "სპარტაკის" უწინდელმა მფლობელმა ანდრეი ჩერვიჩენკომაც გააკეთა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელი გოლი უფრო მოგეწონათ, ანანიძის თუ პრომესისო?
"რა თქმა უნდა, ჯანოსი. ეს იყო ბრწყინვალე გოლი, ტურის საუკეთესო, თუმცა არც ისაა გამორიცხული, თვის გოლადაც დასახელდეს. კი, ბატონო, ვნახეთ ბევრი ლამაზი გოლი, მაგრამ ჯანოსი - ერთ-ერთი გამორჩეულია. ესაა ნამდვილი ოსტატობა", - თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჯანოს მალე ვიხილავთ ევროპის რომელიმე გრანდში დარწმუნებული ვარ მისი კარგი თამაში არ გამორჩებათ ევროპელ სელექციონერებს. დიდი წარმატებები და ხვთის წყალობა ამ მშრომელ და პატრიოტ ახალგაზრდას მრავალი ასეთი შვილი საქართველოს ჩვენი სამშობლოს საამაყოდ
0
0
ამ ზღაპრებს კიდევ ვინ გიყვებათ? კარგი, დავუშვათ და სთავაზობდნენ მილიონს, ვინ გითხრათ რომ ვინმეს რისხვა დაიმსახურა ან კარიერას ვინმე დაუნგრევდა. ფაქტია რომ სპარტაკისნაირად ეს ბიჭი არავის სურდა და იმიტომაც დარჩა ამდენი ხანი იქ. რუსთავი2 და ნაცები რასაც გიყვებიან ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ. ბორია შენ რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის, რომ სხვისი გულისთვის წყვეტ რა უნდა იყოს მისთვის სამშობლო? გაგებაში არა ხართ და წერთ რა..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული