ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის ოთხიდან ოთხი [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სულ სამი ქართული გოლი გავიდა. სამაგიეროდ, ვიხილეთ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი რუსულ პრემიერლიგაში...

რუსეთი. პრემიერლიგა.
გვახარებს ჯანო ანანიძის კარგი თამაში. ჩვენებურმა წინა ტური გამოტოვა და "სპარტაკს" "ორენბურგთან" მატჩში დაუბრუნდა. "სპარტაკმა" 3:1 მოიგო და 19 ქულით ლიდერია. მესამე გოლი ჯანოს ანგარიშზეა, მან დაუმუშავებლად, ეფექტური დარტყმით გაიტანა მასპინძელთა კარში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯანომ ჩემპიონატის 4 თამაშში 4 გოლი გაიტანა, ბოლო 7 თამაშში ჯანომ 6 გოლი გაიტანა (ჩემპიონატი - 4, ევროთასი, ნაკრები - 1-1). "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 7,5 ბალი დაუწერა.

გიორგი ჭანტურიამ პირველად ითამაშა
"ურალის" სასტარტო შემადგენლობაში, ის "ანჟისთან" მატჩში (0:1) 67-ე წუთზე შეცვალეს. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 5,5 ბალი დაუწერა.

გიორგი ლორია შეუცვლელად იდგა "კრილიას" კარში, რომელიც შინ ცსკა-სთან 1:2 დამარცხდა. ჩვენებურს 4-ჯერ დაურტყეს კარში ზუსტად. "ჩემპიონატის" შეფასება - 6 ბალი.

"კრასნოდარის" რიგებში თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა, მისმა გუნდმა 2:1 მოუგო "როსტოვს", ქართველი მოედანზე მე-60 წუთზე გამოვიდა.

რუსეთი. I დივიზიონი.
მამუკა კობახიძეს არ უთამაშია, მისი "ნეფტეხიმიკი" სტუმრად "ლუჩ-ენერგიასთან" 0:1 დამარცხდა.

იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო, მისი "ემპოლი" კი სტუმრად "ტორინოს" დაუზავდა - 0:0. "ემპოლის" მეორე ქართველი რომან ჭანტურია ტრავმირებულია.

იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის გოლმა ვეღარ უშველა "ტუტოკუოიოს", რომელიც სტუმრად "არეცოსთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა, გოლი მან უკანასკნელ წუთზე შეაგდო.

გერმანია. ბუნდესლიგა.
სამწუხაროდ, ლუკას ჰუფნაგელი მხოლოდ ირიცხება "ფრაიბურგში", ბუნდესლიგის დაგემოვნების შანსი კი არ ეძლევა, "კიოლნთან" საგარეო მატჩში (0:3) ჩვენებურს შანსი არ მისცემია.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას (77-ე წუთზე შეცვალეს) "დინამო" მოულოდნელად შინ "აუესთან" 0:3 დამარცხდა. ოფიციალურ მატჩში დრეზდენელებს იანვრის მერე არ წაეგოთ.

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავა ჯერ არ არის მზად სათამაშოდ. "რეიმსი" მის გარეშე ეწვია "სოშოს" და 1:1 ითამაშა.

საფრანგეთი. ნასიონალი.
ამირან სანაიას (არ უთამაშია) "ლერბიე" სტუმრად "ბულონთან" 0:3 დამარცხდა.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
ოთარ კაკაბაძე ისევ არ ჩანს "ხიმნასტიკში", კატალონიელები კი სტუმრად "ნუმანსიასთან" 0:1 დამარცხდნენ. "სევილიას" დუბლებმა ტრავმირებული გიორგი აბურჯანიას გარეშე მოუგო "უესკას" - 2:0.

ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, მისმა "ვიტესმა" კი 2:0 მოუგო "იგლზს".

პორტუგალია. პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის (90 წ) "მორეირენშე" სტუმრად "ეშტორილთან" დამარცხდა - 0:2.

პორტუგალია. სეგუნდა.
ავთო ებრალიძის (არ უთამაშია) "ჟილ ვისენტე" სტუმრად "სპორტინგის" დუბლებს დაუზავდა - 2:2.

საბერძნეთი. სუპერლიგა.
თემურ ქეცბაიას აეკ-მა სტუმრად "ვერია" 2:0 დაამარცხა. წაგებულთა რიგებში 82-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელიას "ტუბიცე" სტუმრად "ლიერსთან" 1:5 შერცხვა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
"შლიონსკს" "იაგელონიასთან" მოეცარა ხელი და 0:4 დამარცხდა. 59-ე წუთზე (0:3-ზე) მწვრთნელმა ლაშა დვალი შეცვალა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" "პოგონს" 2:0 მოუგო, ჩვენებური 81-ე წუთზე შეცვალეს.

"ლეგია" ვაკო ყაზაიშვილის გარეშე დამარცხდა შინ "ზაგლებიესთან" - 2:3. ვარშავული კლუბი კრიზისშია.

დანია. სუპერლიგა.
დავით სხირტლაძის (73-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგმა" "ორჰუსს" 1:0 მოუგო.

ნორვეგია. ტიპელიგენი.
გიორგი გოროზიას (76-ე წუთზე შეცვალეს) "სტაბეკმა" სტუმრად "ოდს" 1:0 მოუგო.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაია ნელ-ნელა ეჩვევა "რაპიდს", რომელმაც "მატერსბურგს" 3:0 მოუგო. ჩვენებურმა ბოლო 5 წუთი ითამაშა.

ავსტრია. რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის (67-ე წუთზე შეცვალეს) "კუფშტაინმა" 4:0 მოუგო "შვაცს".

ჩეხეთი.
ზურაბ ცისკარიძე სათადარიგო იყო, მისი "ტეპლიცე" სტუმრად "პჟიბრამთან" დამარცხდა - 2:3.

უნგრეთი. OTP ლიგა.
ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" 1:1 დაუზავდა "მეჟოკოვეჟდს". ბუბა 56-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე ის გააფრთხილეს.

ფინეთი. იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის (90 წ) კპვ "ოულუს" 0:0 ეთამაშა.

გიორგი ოსიტაშვილის (90 წ) კტპ-მ სტუმრად 1:1 ითამაშა "ჯაზთან".

ისრაელი. ლიგატ ჰაა'ლი.
შოთა არველაძის "მაკაბიმ" სტუმრად "რაანანასთან" 3:0 მოიგო და 10 ქულით ლიდერია.

კვიპროსი. I დივიზიონი.
ქართველთა "ახნასი" შინ 1:2 დამარცხდა "ომონიასთან". ჩვენებურთაგან მხოლოდ ნიკა კაჭარავამ ითამაშა (გააფრთხილეს). გია გრიგალავა და გიორგი ილურიძე სათადარიგოები იყვნენ.

ირაკლი მაისურაძის (90 წ) "ერმისმა" სტუმრად დაამარცხა "დოქსა" - 2:1.

უკრაინა. პრემიერლიგა.
დუბლების ჩემპიონატში "შახტარის" რიგებში არ უთამაშია გიორგი არაბიძეს.

"ჩერნომორეცი" სტუმრად "კარპატის" 0:0 დაუზავდა. დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გადრანს არ უთამაშია.

სანდრო კობახიძის (90 წ) "ვორსკლა" შინ "შახტართან" 0:1 დამარცხდა.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" კი მოულოდნელად, სტუმრად დაამარცხა კიევის "დინამო" - 1:0. ჯაბა 62-ე წუთზე შეცვალეს. ამ მოგებით "ზორიამ" "დინამოს" გადაასწრო და მეორე ადგილზეა.

ლატვია
გიორგი დიაკვნიშვილის გარეშე მოთამაშე "რიგასმა" 1:0 მოუგო "იელგავას".

ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წ) "ფლორა" სტუმრად "ტამეკასთან" 2:3 დამარცხდა. "ფლორა" 30 ტურის მერე 60 ქულით მე-3 ადგილზეა.

ბელარუსი
"სლავიას" პაპუნა მოსემღვდლიშვილი დაუბრუნდა, თუმცა გუნდი სტუმრად "მინსკთან" 2:6 შერცხვა. ჩვენებური 68-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში მხოლოდ 1:2 იყო. 22 ტურის შემდეგ "სლავია" 27 ქულით მე-11 ადგილზეა.

ვალერიან გვილიას ბატე-მ 4:0 გაანადგურა "ნემანი", გვილიამ ტრავმა მიიღო და მე-14 წუთზე შეცვალეს.

აზერბაიჯანი
ზაურ სვანაძის "ინტერმა" ბაქოს "ნეფთჩის" დერბი მოუგო - 2:1. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა.

სომხეთი
გოგიტა გოგატიშვილის (არ უთამაშია) "განძასარი" შინ ირაკლი კვეკვესკირის (არ უთამაშია) "ალაშკერტთან" 0:2 დამარცხდა.

მოლდოვა
გურამ მაღალდაძის "საქსანი" ირაკლი ჩომახაშვილის "უნგენის" დაუზავდა - 2:2. ქართველებს არ უთამაშიათ.

ყაზახეთი
გოგიტა გოგუას (არ უთამაშია) "ორდაბასიმ" 1:0 მოუგო "ოკჟეტპესს".

კახა ცხადაძის "ქაირათმა" 2:1 მოუგო "ირტიშს". სტუმართა რიგებში გოლი 77-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა, რომელიც მოედანზე 13 წუთის შესული იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უზბეკეთი
კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" სტუმრად 5:2 მოუგო "ოლმალიქს", ხოლო გიორგი კვესიეშვილის "ყიზილყუმი" სტუმრად "ბუხარასთან" დამარცხდა - 0:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანო და ლორია სასწაულ ფორმაში არიან. გენაცვალეთ ჯიგარში
uta
20 სექტემბერი 2016 20:11
0
ნამეტანი გულისტკივილით, მაგრამ, ჩემი სიმართლე უნდა დავწერო, რა! ამ ენით გამოუთქმელ გუნდებში მოთამაშე (......) ფეხბურთელებზე ნუ წერთ, ძალიან გთხოვთ, ან აზრი თუ აქვს რამე? თან ამ ჭ თუ ყ კლასის, ვითომ გუნდებში, ვერმოხვედრილ, ან შეცვლაზე სკამზე მჯდომი, ძალად ფეხბურთელის ამბავი, ვის აინტერესებს ნეტა?


კობა
19 სექტემბერი 2016 17:33
0
წესიერი კაცი მიუჩინეთ ვაისს რომ გააცნოს ქართველი ფეხბურთელები თორემ ამდენი დეზიმფორმაციით რეებს აკეთებს ეს კაციიი გამოიძახოს შეყრილაძე ნაკრებში გოგუა მერებაშვილი და ეს უსარგებლო ფეხბურთელები ვისაც გუნდში არ ათამაშებენ არ გააკაროს ნაკრებს მარტოპ სახელი რომ გაიუგიათ აგარააა მაგათი დრო ყოველთვისა დარჩებიან პრესპექტიულ რეზერვის ფეხბურთელებად ესეთი კაცი არც უნდა გამოიძახო მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამო
gaguuuu
19 სექტემბერი 2016 13:31
0
ვფიქრობ შეყილაძე ისეთ ფორმაშია ბოლო 4 შეხვედრაში 3 გოლი ვლადიმერ ვაისმა დროა უკვე იხმოს ეს ფორვარდი ნაკრებში ამ ეტაპზე უცხოეთში მოთამაშე ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი თავდამსხმელი მე პირადათ მას ძირითადში მიუჩენდი ადგილს ირლანდიასთან.
Dyablo
19 სექტემბერი 2016 12:17
0
ოქრიმ კარგად ითამაშა მის წამოწყებულ შეტევას მოჰყვა პენალტი და გამარჯვების გოლი.
kote
19 სექტემბერი 2016 11:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული