რომან ჭანტურია: "ემპოლიში" ვარ... იმედია, "იუვენტუსთან" განაცხადში ვიქნები

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდმა რომან ჭანტურიამ Sportall.ge-სთან უნგრულ "ჰონვედში" ჩაშლილ ტრანსფერზე, მის ტრავმასა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

"ტრანსფერთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, სიმართლეს შეესაბამებოდა. "ჰონვედს" ნამდვილად ვუნდოდი და გადაწყვეტილიც იყო უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩემი გადასვლა, სადაც სრული სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა და როგორც ფეხბურთელი, გავიზრდებოდი...

საუბარი იყო იჯარაზე. პირადი კონტრაქტიც შევათანხმე მათთან, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1-2 საათით ადრე უნგრულმა გუნდმა მოთხოვნები შეცვალა: მათ 1 წლიან იჯარასთან ერთად შემდგომ გამოსყიდვის უფლებაც ისურვეს, რაზეც "ემპოლიმ" უარი უთხრა და
დავრჩი იტალიაში.

"ემპოლის" დირექტორმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა ჩემზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ როგორი პერსპექტიული და რამდენად მნიშვნელოვანი ვარ გუნდისთვის.

ბოლო დროს ჩემი განაცხადში ვერმოხვედრის მიზეზი კი მუხლის ტრავმას უკავშირდება. შემდეგი კვირის დასაწყისში გუნდს შევუერთდები და უკვე სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. ვიმედოვნებ, "იუვენტუსთან" მატჩს სრულად ჯანმრთელი შევხვდები და განაცხადშიც ვიქნები", - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული