გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზეს...

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე თანახმაა, უკრაინის ნაკრებში ითამაშოს - ეს ხმები გუშინ გავრცელდა და ბევრმა ირწმუნა, რომ დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ამ ნაბიჯის გადადგმას მართლა აპირებდა. ჭორს უნიკალური თვისება აქვს, ავტორი და გამავრცელებელი უცნობია.

"როგორ არ მიიწვიეს, თანაც ბევრჯერ სცადეს, რომ მოქალაქეობა შეეცვალა. მაგრამ გიორგის თავისი ქვეყანა უყვარს, თავისი გულშემატკივარი ელოდება და თავადაც მასთან შეხვედრის მოლოდინშია.

ჩვენ კარგად ვიცით, ამ ხმებს ვინც ავრცელებს - ვითომ, საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა აღარ უნდა. არადა, გიორგის ყველაზე დიდი ოცნება ჩვენი ქვეყნის ნაკრებში თამაშია. პატარაობიდანვე
გამოძახებას განსხვავებული სიხარულით ელოდა.

ფაქტია, სანამ გოჩა ტყებუჩავა 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახებდა, ღამეები არ ეძინა", - ამბობს ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
თქვე კაი ხალხო ზოგიერთი კომენტარიდან ისე ჩანს თითქოს ყიფიანი და გეგუჩაძე უფრო მაგარი მწვრთნელებია ვიდრე ლუჩესკუ რომელიც ენდობოდა გიორგის...
თავადი
22:14 23-09-2016
0
ადრე ვწერდი გიორგის შესახებ და ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს!!!!!! მაშინ არ დამიწერია და ეხლა ვწერ, მე თვითონ პირადად ვიყავი მომსწრე როდესაც ტრუსკავეცში , სასტუმრო ,,მირ ოტელში"" როდესაც მე და გიორგი ვლაპარაკობდით , და მისმა მწვრთნელა ( შახტარის) მოუტანა ტელეფონი , მამა გირეკავსო. ძალიან წყნარად ისაუბრეს და გამიხარდა, რომ ჩვენებრი ესეთი მშვიდი კაცია!!!!!! მეორე დღეს სატადიონზე ყველა არაბიძეს იძახოდა და მე , ქართველი ვიყავი ამყაყი !!!!! მოკლედ, გიორგი არის მაგარი კაცი, და პროფესიონალი. თუ გამუძახებენ ნაკრაებში ბოლომდე თავს დადებს, და თუ არა..... !!!!!!
დათო
01:25 24-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული