ლეგიონი: მერებაშვილი თამაშობს, ყაზაიშვილი "ლეგიას" სათადარიგოა

AutoSharing Option
23 სექტემბერს პოლონეთის ექსტრაკლასაში მე-10 ტურის ორი მატჩი გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

გიორგი მერებაშვილის გუნდი პლოცკის "ვისლა" სტუმრად "ნეცეჩას" დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა - ფრე 0:0. მერებაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 62-ე წუთამდე დაჰყო. მოპოვებული ქულის წყალობით, "ვისლა" 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

სტუმრად კრაკოვში "ვისლასთან" ასევე უგოლოდ დაასრულა შეხვედრა ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა ვარშავის "ლეგიამაც". საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც სტუმართა სათადარიგოთა შორის იყო, თამაშში ჩართვის საშუალება არ ჰქონია. "ლეგიას", რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია,
სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-11 ადგილი უკავია.

პოლონეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის ლაშა დვალის გუნდი ვროცლავის "შლიონსკი" მიმდინარე ტურის მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად "პიასტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვსო დამთავრდა ამის ჩემპიონთა ლიგა სამწუხაროდ !!!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული