კახა ცხადაძე: რაც "ქაირათში" ვმუშაობ, ასე არასდროს გაგვჭირვებია

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კახა ცხადაძის "ქაირათი" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ასტანას". აღსანიშნავია, რომ დარჩენილი შეხვედრებიდან "ქაირათს" ერთი სწორედ "ასტანასთან" აქვს, თან შინ.

ბოლო ტურში ალმათელებმა სტუმრად "აქტიობე" 1:0 დაამარცხეს. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ:

"ეს იყო ყველაზე მძიმე გამარჯვება, რაც "ქაირათში" ვმუშაობ. ეს, რა თქმა უნდა, კომპლიმენტია "აქტიობესთვის". ჩვენი გუნდისა და "ასტანას" წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ძალებით თამაშობს.

შუა კვირაში თამაშის გამო, ცოტა გადაღლილები ვიყავით, მაგრამ სამი ქულის მოპოვება შევძელით. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადლობა ფანებს,
რომლებიც ამ სიშორეზე გამოგვყვნენ".
მკითხველის კომენტარები / 6 /
დააბრუნონ ტორე რა გაიყვანს უტამასებელი პეხბურტელებიტ ნაკრებს ვნახოტ რას იზამს ცხადაზის კაირატი ევრო სარბიელზე ასეტი ჯადოქარია მსინ მოიგებს ცემპიონტა ლიგას რა მაგარია ასეტი არ წრტვნიდა აზერბაიჯანის გუნდს რა მოიგო ნეტა
qutaisi
26 სექტემბერი 2016 23:32
0
მართალი გითხრათ კახა არ მევასება,მაგრამ ვაღიარებ,რომ ნამდვილად უძლიერესი ქართველი მწვრთნელია!არადა ჩვენს ნაკრებს აუცილებლად ქართველი მწვრთნელი ესაჭიროება!
რეზო
26 სექტემბერი 2016 21:55
0
ახალი თაობის, ყველაზე მაგარი შედეგიანი ქართველი მწვრთნელია. შეცდომა დაუშვა კობიმ კახას გაშვებით, რაც კიდევ 2 შესარჩევ ეტაპს დაგვაკარგინებს ((
ვახო
26 სექტემბერი 2016 21:09
0
კობიაშვილმა როგორც გაუშვა ნაკრებიდან ისე დააბრუნოს უკან,თუნდაც ბოდიშის მოხდა მოუწიოს
levani
26 სექტემბერი 2016 20:06
0
ამის გაშვება როგორ შეიძლებოდა ნაკრებიდან (((
გია
26 სექტემბერი 2016 19:40
0
Flashscore-ზე წერია რომ 4 ქულა კია სხვაობა, მაგრამ ასტანას 1 თამაშით ნაკლები აქვსო.
giorgi
26 სექტემბერი 2016 16:45
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული