"ლეგიას" ახალმა მწვრთნელმა ვაკო ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადს მიღმა დატოვა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გუნდის 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

"ლეგია", რომელიც პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:6 განადგურდა, დღეს ლისაბონის "სპორტინგს" სტუმრობს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა "სპორტინგთან" მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც ყაზაიშვილი შეყვანილი არაა.

"ლეგიასა" და "სპორტინგის" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეხ რა გითხრათ რით გაგახაროთ
giga
22:39 27-09-2016
0
უარესად რომ გაუდებენ ლეგიას მერე ჩასვავენ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული