"ლეგიას" ახალმა მწვრთნელმა ვაკო ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადს მიღმა დატოვა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გუნდის 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

"ლეგია", რომელიც პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:6 განადგურდა, დღეს ლისაბონის "სპორტინგს" სტუმრობს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა "სპორტინგთან" მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც ყაზაიშვილი შეყვანილი არაა.

"ლეგიასა" და "სპორტინგის" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
რომ ვამბობდი ამის გადასვლა ლეგიაში იქნებოდა რეგრესითქვა ახდა კიდეც ჯერ 1 პოლონეთის ჩემპიონატი არის საკმაოზე სუსტი 20-ს მიღმა ევროპულ ჩემპიონატებში უეფას კოეფიციენტთა მიხედვით და ამ ჩემპიონატში მისი საფეხბურთო მონაცემები ვერაფრით ვერ გაიზრდება ამას ჯობდა ჰოლანდიის თუნდაც აუტსაიდერ კლუბებში გადასულიყო დროებით, და არ არის ის არგუმენტი რომ ლეგია ლიგაზე გამოდის და ამის გამო წინგადადგმულ ნაბიჯათ ამას ფეხბურთის ოდნავ მცოდნე არავინ არ შეაფასებდა დადებითად ჰოლანდიიდან წარმატებული ფეხბურთელი პოლონეთში არავინ არ გადადის რაზეა ლაპარაკი და ეს კარგადაც გამოჩნდა ფორმა აშკარად მოკლებული აქვს ვაკოს ამას სათამაშო დროს ნაკლებობაც დაემატა და საფიქრალი გაუჩინა ნაკრებს ბრიტანული ტურნესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანო ოქრი და ვაკო სათამაშო სრულ კონდიციებში შეხვდნენ მაგრამ ვაკოს დღევანდელი ფორმა იმედის მომცემი ნამდვილად არ არის.
azurini
28 სექტემბერი 2016 15:53
0
ქართველები არ ვუყვარვართ:))) 10 ქავით მაღლა თუ დავდგებით იძულებული იქნებიან გვათამაშონ:)))
შოკირებული გულშემატკივარი
28 სექტემბერი 2016 15:36
0
ასე უცბაც კაცის 0 დავარდნა კარგი არაა კიდევ ერთი კარგი ქართველის დაღმასვლა დაიწყო. ამის შემდეგ ჯერ კვიპროსი იქნება , მერე ბაქო და მერე მშობლიური რუსთავი ანუ როგორც ხდება ხოლმე ჩვენში.
ჭიათურა
28 სექტემბერი 2016 15:04
0
ქართველებო ბოღმის ნთხევას თავი დავანებოთ ! ტრა.ი გავანძრიოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ. სიყვარულით ვიაროთ ამ ქვეყანაზე. ვაკო მეტი მოინდომე, გვჯერა შენი წარმატების...
ქართველების კეთილის მსურველი.
დავითი
28 სექტემბერი 2016 14:59
0
მორჩა ამის ლიგაზე გამოსვლა.
rusi
28 სექტემბერი 2016 14:32
0
ვაკოს რომელი ჯობდა დორტმუნდთან...ვაკო არ დანებდე შენ ძალიან გვჭირდები ქართველებს ოპტიმალურ ფორმაში,ისევე როგორც: ჯანო,ოქრი,კანკავა,მჭედლიძე,კაშო,კვერკველია,ჭანტურია,ბირთვი თქვენ ხართ და 2 გადამწყვეტი გასვლა გელოდებათ ოქტომბერში...აქ უკვე გამოჩნდება რეალურად რა ნაკრები გვყვავს.წარმატებები და იცოდეთ რო გულშემატკივარი ყოველთვის გვერდში ვართ
Vito
28 სექტემბერი 2016 12:13
0
ამ კაცმა სულ რომ არ ითამაშოს აწი იმ ხალხზე მეტს მაინც მიაღწია ვინც აქ კომენტარებს წერს. ეზოში დომინოს რომ თამაშობს უმეტესობა და ვაკოს აკრიტიკებთ, დაფიქრდით თქვენ რა გააკეთეთ თქვენს სფეროში . დავიჯერო ყველა პროფესიონალები ხართ. დღითიდღე იზრდებით??? ვაკო კი პროფესიონალია.
Too
28 სექტემბერი 2016 11:11
0
კარგით ხალხო რა ჩასაფრებული და ბოღმა ერი ხართ. ვაკოს პრობლემა იგივეა რაც იყო ვიტესში, ძალიან უჭირს ადაპტაცია. ეს არის და ეს. თორე ვაკოზე უკეთესი ერთი ფეხბურთელიც კი არ ყავს ლეგიას
tornike
28 სექტემბერი 2016 10:22
0
ვაკო,ფარ ხმალი არ დაყარო.
სოსო
28 სექტემბერი 2016 10:18
0
ვაკომ მინდა რომ კარგად და ბევრი ითამაშოს.
ხოლო ფეხბურთის სპეციალისტებს ვეუბნები, მიზეზი ვაკო კი არ არი, არამედ არასწორი აღზრდა. აქ დაიწერა, რომ ვაკო გამოირჩა დრიბლიორობით. და ეს დაიწერა შექებით. აღარავის აღარ უნდა შენი დრიბლინგი. ნუ აძალებთ ბავშვებს. ასწავლეთ პასები და ბურთზე გახსნა, ხოლო დრიბლინგი და ფინტი უკვე ნიჭზეა დამოკიდებული, ბავშვის შემოქმედებაზე.
haha
28 სექტემბერი 2016 09:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული