უეფამ ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ვარშავის "ლეგია" დასაჯა

AutoSharing Option
უეფამ ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ვარშავის "ლეგია" დასაჯა. პოლონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩს მადრიდის "რეალთან" საკუთარ მოედანზე გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

ამის შესახებ "ლეგიას" პრესსამსახური იუწყება.

"ლეგია"-"რეალი" 2 ნოემბერს გაიმართება. ცნობილია, რომ პოლონური კლუბი ვერდიქტს გაასაჩივრებს.

უეფამ "ლეგია" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" (0:6) თამაშის დროს მისი გულშემატკივრების ქცევის გამო დასაჯა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის - რასიზმის გამოვლენა და ტრიბუნებიდან ნივთების სროლა.

-f-jgufi-vako-yazaishvilis-debiuti-da-ganadgurebuli-qlegiaq-videogalerea.html" target="_blank">- F ჯგუფი: ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი და განადგურებული "ლეგია" [VIDEO]
- "ლეგიას" ფანების საოცარი პერფორმანსი "ბორუსიასთან" მატჩში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული