აქ კარგად მექცევიან - ლადო მოხევიშვილმა "ალბასეტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ესპანური "ალბასეტეს" 20 წლის ნახევარმცველმა ლადო მოხევიშვილმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საფრანგეთთან მოახლოებული ამხანაგური მატჩისთვის მოხევიშვილი ნაკრებში იხმო.

ესპანურ კლუბთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტთან და ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

"მოქმედი კონტრაქტი "ალბასეტესთან" ამ სეზონში მეწურებოდა. ამიტომ ახალ 3-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახალი კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი ვარ - "ალბასეტე" საკმაოდ კარგი გუნდია და მეც თავს კარგად ვგრძნობ, აქ კარგად მექცევიან.

რაც შეეხება ნაკრებში გამოძახებას, მახარებს ის ფაქტი, რომ
ჩემი ქვეყნის ნაკრების დახმარებას შევძლებ", - გვითხრა მოხევიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
3 წლის შემდეგ 23 წლის იქნება და 2წუთი და 37წამი ექნება სულ ნათამაშები ალბასეტეს შემადგენლობაში
ziqenbud
30 სექტემბერი 2016 09:50
0
DDD პირდაპირი მნიშვნელობით რატო იგებთ საფეხბურთო ენიდან გამომდინარე ვთქვი ჭამაზე თორე მშიერი კიარაა და არეხმარება ხალხს,ერთ ადგილს როვეღარ წევენ სკამებიდან მაგაზე მეშლება ნერვები თორე ჭამა და კაი პირობები როარ აკლიათ ეგ ყველას კარად მოგვეხსენება.
anano
30 სექტემბერი 2016 08:07
0
კითხეთ კვერკველიას და გეტყვით რასაც გულისხმობს კარგა"თ" მოქცევაში
jaba
30 სექტემბერი 2016 04:31
0
ანანოს,ლადოს არ სჭირდება სხვისი საჭმელი იქეტ ეხმარება სხვებს. ცნობისტვის,მაგარი პატრიოტი ქარტველია.
ddd
29 სექტემბერი 2016 23:04
0
კარგათ მოქცევაში რასგულისხმობ ჭამით გაჭმევენ და ქირაში ფული არმიგდის და თამაშით კიდე თითო ოროლა ქართველი თუ თამაშობს.
anano
29 სექტემბერი 2016 21:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული