ალმათის "ქაირათმა" კახა ცხადაძეს კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
29 სექტემბერს, ალმათის "ქაირათმა" 3 წლით გაუგრძელა ხელშეკრულება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

"ქაირათის" მესვეურთა გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან იმ დროს, როცა გუნდში ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი მივიდა, ალმათელთა სატურნირო მდგომარეობა ერთობ არასახარბიელო იყო, დღეს კი გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ "ასტანას" ჩემპიონის ტიტულს ეცილება.

გარდა ამისა, ცხადაძის თავკაცობით "ქაირათმა" ითამაშა ევროპალიგაზეც, სადაც შოთა არველაძის "მაკაბისთან" (თელ-ავივი) ორრაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამან დროზე წავიდა სანამ შესარჩევი დაიწყებოდა თორე შესარჩევის მერე აავსებდენ ლანძღვით აქაოდა ბოლოდან მეორეზე რატო გავიდაო არ დამიწყოს აქ ეხლა ვინმემ რასამბობ შედეგს დადებდაო კარგად ვნახე ამის ხელში რა შედეგიც ქონდა ნაკრებს ესტონეთი პოლონეთი სრული განადგურება და გერმანიას რომელმაც უამრავი მომენტი შექმნა და როარა ჩვენი მეკარე რევიშვილი ორნიშნა ანგარიში იქნებოდა გარანტირებული ან ვისუნდა მოუგოს საქარველოს ნაკრებმა უელს ირლანდია თუ სერბებს მოლდოვაც არანაკლებია ჩვენზე და დარწმუნებულივარ რო სტუმრად მასთანაც წავაგებთ.
qutaiseli
14:47 30-09-2016
0
კობი! როგორ გვიყვარდი ყველას და როგორ შეაზიზღე ყველას თავი! პირად ამბიციებს გადააყოლე ეროვნული ნაკრები!!! ყაზახები გვჯობიან ჭკუაში!!!
Burton
15:18 30-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული