ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას კუთხურმა "ურალს" ქულა გადაურჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გიორგი ჭანტურიას გუნდი "ურალი" სტუმრად ტომსკში "ტომს" დაუპირისპირდა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ის, რომ "ურალმა" სტუმრად ქულა მოიპოვა, ამაში თავისი წვლილი ქართველმა ლეგიონერმაც შეიტანა. "ურალმა" ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, სწორედ მის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაათანაბრა.

ჭანტურიამ თამაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ის მწვრთნელმა მხოლოდ თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე შეცვალა. მთლიანობაში, გიორგი აქტიური და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

აღსანიშნავია, რომ "ურალში" შეუცვლელად ითამაშა საქართველოს მოქალაქეობის მქონე
ზამბიელმა თავდამსხმელმა ჩისამბა ლუნგუმ, რომელიც თავის დროზე ზუგდიდის "ბაიას" ღირსებას იცავდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო მიწვეული.

ამჟამინდელი მდგომარეობით, "ურალს" 9 ქულა აქვს და რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში რატომ არ გამოიძახეს,დღეს მშვენიერი მატჩი ჩაატარა რუსეთის პრემიერლიგაში."ურალში" ყველას ჯობდა.
jumber
22:31 01-10-2016
0
ვაის წაიყვანე ჭანტურია ამდენი უთამაშებელი ფეხნურთელები რომ გყავს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული