Sportall.ge-ს მკითხველებმა სექტემბრის 3 საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველმა სექტემბრის თვის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად ბორისოვის ბატე-ს ფეხბურთელი ვაკო გვილია დაასახელა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ, 54.1 პროცენტმა ხმა სწორედ გვილიას მისცა. მეორე ადგილზე 32%-ით მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია 4.8%-ით დანიური "სილკებორგის" ფორვარდმა დავით სხრიტლაძემ დაიკავა.

მკითხველს არჩევანის გაკეთება 8 ქართველ ლეგიონერს შორის შეეძლო. გამოკითხვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 2834-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება:

ვაკო გვილია - 1534 (54.1%)
ჯანო ანანიძე - 907 (32%)
დავით სხირტლაძე - 136 (4.8%)
გიორგი ლორია - 124 (4.4%)
დავით ხოჭოლავა -75 (2.6%)
გიორგი ჭანტურია - 26 (0.9%)
გიორგი მერებაშვილი - 21 (0.7%)
შოთა გრიგალაშვილი - 11 (0.4%)
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ნაკრების თამაშები??
გვილია რამისაა ყოველ ტურში იტანს გოლებს ბატეში!
საუკეთესო გვილიაა!
გიგი
14 ოქტომბერი 2016 03:25
0
რა ხოჭოლავა ან რა სხირტლაძე სად თამაშობენ?! რას თამაშობენ?! სადაა ყაზაიშვილი? სადაა კაშია? დავიჯერო ისინი ამ ორზე უკეთესია?
გიო
14 ოქტომბერი 2016 02:16
0
აი ესაა ქართული ფეხბურთის პრობლემა, საკმარისია ერთი ორი თამაში კარგად ითამაშოს და ვსიო ვარსკლავია, უფრო უარესი ისაა რომ თვითონ ფეხბურთელებს გონიათ მასე, მოვიცადოთ ორი არა ითამაშოს 5 , 6 10 თამაში კარგ დონეზე და მერე შეიძლება თქვა რომ....
გიო
14 ოქტომბერი 2016 02:11
0
ძალიან სასაცილოა.ხალხო სექტემბრის თვის საუკეთესოვო...ამ ორ თამაშში კი არა.რა პოპულარული გახდა გვილია.ჟურნალისტებიც მაგრად ხართ რაა.სექტემბრის თვის საუკეთესოს ოქტომბრის შუაში არკვევთ.
gocha
13 ოქტომბერი 2016 19:31
0
სექტემბრის საუკეთესო მოთამაშე ჯანოა!!ჯანოს თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ მარტო მის მიერ გატანილი გოლები რად ღირს?! გვილია ნამდვილად იმსახურებს ქებას მაგრამ "ირაკლი-FAN"-ს ვეთანხმები ოქტომბერში ნაკრებში ჩატარებული მატჩებით მიიღო ეს ხმები!!წარმატებები ორივეს და სამივეს!!!
zaza
13 ოქტომბერი 2016 18:25
0
გვალია რა თქმა უნდა იმსახურებს შექებას, თუმცა მგონია, რომ სექტემებრის საუკეთესოობა ნაკრებში ოქტომბერში ჩატარებული თამაშებით მოიპოვა.
სექტემბერში კი ვინ უკრაინის ჩემპინატს ადევნებდა თვალს დამეთანხმება თავი ყველაზე მეტად ხოჭოლავამ გამოიჩინა, ტურის სიმბოლურებშიც მოხვდა რამდენჯერმე.
Irakli-fan
13 ოქტომბერი 2016 17:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული