გიორგი არაბიძემ "შახტარის" დუბლებში კვლავ გაიტანა

AutoSharing Option
დღეს უკრაინის პრემიერლიგის დუბლების პირველობაზე დონეცკის "შახტარმა" "ოლიმპიკს" 3:0 მოუგო, ერთი გოლი კი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.

დონეცკური გუნდების დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანი მე-80 წუთზე დატოვა. მანამდე, 34-ე წუთზე მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ოლიმპიკის" რიგებში მე-80 წუთზე გამოჩნდა 20 წლის ლუკა ნადირაძე.

დუბლების პირველობაზევე "ჩერნომორეცმა" კიევის "დინამოს" 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში 65-ე წუთამდე ითამაშა გიორგი გადრანმა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის მერე დაბრუნდა, მაგრამ ჯერ პირველ გუნდში ვერ ხვდება. "დინამოს" რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ოჩიგავამ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
vaso-ს... ასიანი ხარ... მაგი კი საერთოდ ფეხბურთის აზრზე არ არი...
FEOLA
15:22 15-10-2016
0
რომ წერტ უ19 ვერაფერი ვერ გააკეთაო ცოტათი მაინც თუ გესმით ფეღბურთი ამას არ იტყვით მეც იყურებდი თამაშს და როგორ უნდა ითამაშო იმ გუნდში პასს ვერ აცლევენ დროზე გახსნა არარი დროზე საერთოდ ბურთი ვერ ამოდის მარტო დარბოდა ზოროსავით და კიდე გუნდური თამაშს ვერ თამაშობსო ეოგორ ითამაშებს როცა გუნდი 0 ია ვერცერთი კარგი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს თუ გუნდი არ თამაშობს თუნდაც მესი ავღოთ იქ გუნდია ძლიერი მაგრამ მესი ინდივიდუალურია მაგრამ მას ამისთვის არავინ სჯის ასეთ ინდივიდუალურ ფეხბურთელზე მთელი ევროპა ოცნებობს ჩვენ კი არაფრად ვაგდებტ
vaso
15:02 15-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული