ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპულ სტადიონებზე ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის "დინამომ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი აკაკი გოგია იცავს, საკუთარ მოედანზე "შტუტგარტი" მიიღო და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძელთა რიგებში დუბლი გერმანიის მოქალაქეობის მქონე ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, რომელმაც საგოლე გადაცემაც მიითვალა, მოედანზე კი 83-ე წუთამდე დაჰყო.

გოგიამ გოლები ერთმანეთის მიყოლებით, 44-ე და 74-ე წუთებზე გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე, მისი პასის შემდეგ დაფიქსირდა.

მიმდინარე ჩემპიონატში აკაკი გოგიას ანგარიშზე 6
ჩატარებულ მატჩში გატანილი 3 გოლია. რაც შეეხება მის გუნდს, 9 ტურის შემდეგ "დინამოს" 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია.

რაც შეეხება გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ლუკა ჰუფნაგელის გუნდს, მე-7 ტურში "ფრაიბურგმა" სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" 1:2 წააგო და ჯერჯერობით ცხრილში 9 ქულით მე-10 ადგილზეა. ჰუფნაგელი სტუმართა განაცხადში არც ამჯერად ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბაია დაუკავშირდა გოგიას და მთელმა ოჯახმა ისტერიკები მოუწყვეს,საქართველოს გაგონებაც არ გვინდაო,მაგაზე ინფორმაციებს რატომ დებთ საერთოდ? ფოლსბურგიდან,რომ გამოუშვეს დაეშვა ციდან? მაგას საქართველო თუ არ ჭირდება შესახვეცი მაგისთანებზე საერთოდ არ აქვს საქართველოს! გვილიას ნაირი პატრიოტები ჭირდება საქართველოს და ანანიძეს ნაირი მამის აღზრდილი ბიჭები გვჭირდება!
zura
17 ოქტომბერი 2016 10:23
0
შარშან თვითონ იძახის თანახმა ვარო ნაკრებში თამაშზეო, მაგრამ გერმანიის პასპორტი თუ შემინარჩუნდებაო :)
Lasha
17 ოქტომბერი 2016 03:18
0
ვასილ 100%! მოვა დრო მავანნი აქეთ შეეხვეწებიან ნაკრებს გამოგვიძახეო მარა ადგილი აღარ იქნება! ასეა ეს!
luk
16 ოქტომბერი 2016 21:38
0
ვასილ 100%! მოვა დრო მავანნი აქეთ შეეხვეწებიან ნაკრებს გამოგვიძახეო მარა ადგილი აღარ იქნება! ასეა ეს!
luk
16 ოქტომბერი 2016 21:24
0
მოქალაქეობის გამოცვლა არ უნდა.ტიპიური მედროვეა.
w
16 ოქტომბერი 2016 18:04
0
ქარტველი არ არის ეს ახალგაზდა.მეტი ვიდეო არ დადოტ ამაზე
65
16 ოქტომბერი 2016 18:01
0
თუ შენი ქვეყნის ჰიმნის გაგონებაზე გული არ შეგიფართხალდა,ნაკრებში თამაშს აზრი არა აქვს.
სოსო
16 ოქტომბერი 2016 16:55
0
არ უნდა გოგიას საქართველოს ნაკრებში თამაში და ნუ დაახიეთ კალთები..სადაც უნდა იქ აგოროს ბურთი ,არ დავიღუპებით...
dato
16 ოქტომბერი 2016 16:27
0
ვასილ 100 პროცენტით მართალი ხარ
beqa
16 ოქტომბერი 2016 15:53
0
რა დასაკარგი???? დაუძახეს და თავი დაიფასა, გერმანიის ახალგაზრდულში იყო და ეგონა დააწინაურებდნენ და იმათმა არ დააწინაურეს, არავისთან სახვეწარი არ აქ საქართველოს ნაკრებს..! ანანიძის , გვილიას და კიდე ბევრი გვახსოვს ესეთი ბიჭები, რომლებმაც წამითაც არ დააყენეს თავისი ქვეყნის სახელით გამოსვლა ეჭვქვეშ..., ჰუფნაგელი კაცი მამით გერმანელია და (დედა ყავს ქართველი ) თვითონ გერმანელმა არ დაიფასა თავი და მოვიდა და ითამაშა..../ ხალხი თავის ქვეყნის სახელის დასაცავად ომში მიდის და კვდება და ამას ფეღბურთის თამაში დაეზარა...!! / არც არავინ ეხვეწება და თუ რამე უნდა და რამე შეუძლია, ბოდიში უნდა მოიხადოს გულშემატკუვართან და მერე უნდა დაამტკიცოს და გული და სული უნდა ჩადოს ნაკრების თამაშში!!! / ცისკარიძეზე რო არ დავამატო ამ მომენტში არ შეიძლება, ეს ბიჩი ქართულადაც ვერ ლაპარაკობს და სხვა ქვეყანაშია გაზრდილი, მაგრამ არავისზე ნაკლები ქართული გული არ აქ...' სამაგალითოა ნამდვილად!!!
Vasili
16 ოქტომბერი 2016 15:19
0

სიახლეები პოპულარული