ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპულ სტადიონებზე ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის "დინამომ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი აკაკი გოგია იცავს, საკუთარ მოედანზე "შტუტგარტი" მიიღო და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძელთა რიგებში დუბლი გერმანიის მოქალაქეობის მქონე ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, რომელმაც საგოლე გადაცემაც მიითვალა, მოედანზე კი 83-ე წუთამდე დაჰყო.

გოგიამ გოლები ერთმანეთის მიყოლებით, 44-ე და 74-ე წუთებზე გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე, მისი პასის შემდეგ დაფიქსირდა.

მიმდინარე ჩემპიონატში აკაკი გოგიას ანგარიშზე 6
ჩატარებულ მატჩში გატანილი 3 გოლია. რაც შეეხება მის გუნდს, 9 ტურის შემდეგ "დინამოს" 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია.

რაც შეეხება გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ლუკა ჰუფნაგელის გუნდს, მე-7 ტურში "ფრაიბურგმა" სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" 1:2 წააგო და ჯერჯერობით ცხრილში 9 ქულით მე-10 ადგილზეა. ჰუფნაგელი სტუმართა განაცხადში არც ამჯერად ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბაია დაუკავშირდა გოგიას და მთელმა ოჯახმა ისტერიკები მოუწყვეს,საქართველოს გაგონებაც არ გვინდაო,მაგაზე ინფორმაციებს რატომ დებთ საერთოდ? ფოლსბურგიდან,რომ გამოუშვეს დაეშვა ციდან? მაგას საქართველო თუ არ ჭირდება შესახვეცი მაგისთანებზე საერთოდ არ აქვს საქართველოს! გვილიას ნაირი პატრიოტები ჭირდება საქართველოს და ანანიძეს ნაირი მამის აღზრდილი ბიჭები გვჭირდება!
zura
10:23 17-10-2016
0
შარშან თვითონ იძახის თანახმა ვარო ნაკრებში თამაშზეო, მაგრამ გერმანიის პასპორტი თუ შემინარჩუნდებაო :)
Lasha
03:18 17-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული