რუსეთში უკვირთ, რომ ზურაბ ხიზანიშვილი ჯერაც ფეხბურთს თამაშობს [PHOTO]

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა Sports.ru-მ სტატია იმ ფეხბურთელებს მიუძღვნა, ვინც გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა უკვე მიივიწყა, მაგრამ ფეხბურთის თამაშს ჯერაც აგრძელებენ.

მასალაში, სახელად "ზე რობერტო და კიდევ 33 ფეხბურთელი, რომელიც თურმე აგრძელებს კარიერას", საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 35 წლის ზურაბ ხიზანიშვილიცაა შეყვანილი.

როგორც საიტი წერს, ხიზანიშვილმა გულშემატკივარს თავი შოტლანდიურ "რეინჯერსში", ინგლისურ "ბლექბერნსა" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოსვლით დაამახსოვრა, ამჟამად კი ბაქოს "ინტერში" თამაშობს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი მემკვიდრეა,მადლობა ზურა შენ როგორც ფეხბურთელს და მადლობა ზურას რომ მისი სახით საქართველოს ყავს საამაყო შვილი. მადლობა ოჯახს.დიდი პატივისცემით..
MAIA.N
18 ოქტომბერი 2016 14:54
0
ძალიან საიმედო ფეხბურთელია. მაგის სიზარმაცე მოერანზე არავის უნახავს. მამაც ასეთი იყო. დიდი მადლობა ორივეს
ვანო
18 ოქტომბერი 2016 12:15
0
რაც მთავარია ნაკრებიდან წასულია საუკუნე და თუ უნდა სულ მოედანზე იყოს :D:D:D
ika
18 ოქტომბერი 2016 11:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული