"გიორგი ქინქლაძეს ის შეეძლო, რაზეც დავიდ სილვა მხოლოდ იოცნებებს", - ასე ასათაურებს საიტი 13-დან ერთ-ერთს.
"ერთადერთი ნათელი წერტილი იმ სეზონში ამ პატარა ჯადოქრის გამოჩენა იყო. ქინქლაძე პატარა გენიოსი იყო, რომელიც "სიტიმ" თბილისის "დინამოში" იპოვა. თავისი ექსტრაორდინალურობითა და დრიბლინგით ქინქლაძე, შესაძლოა, პრემიერლიგის არსებობის პერიოდში ქალაქ მანჩესტერში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლოა...", - წერს საიტი ფეხბურთელზე.