ლეგიონი გუშინ: შოთა არველაძის მარცხი და ქართული გოლი სამეზობლოში

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ქართველების აზალ-მა "ზირას" უმასპინძლა და ქულები გაუყო - 1:1. თავი გამოიჩინა შემტევმა დავით ჯანელიძემ, რომელმაც მოედანზე შესვლიდან (62-ე წუთი) ორიოდ წუთში გაათანაბრა ანგარიში.

აზალ-ის მეორე ქართველმა, ნახევარმცველმა ნუგზარ კვირტიამ, თავიდან ბოლომდე ითამაშა. 9 ტურის შემდეგ ჩვენებურების გუნდს მხოლოდ 3 ფრე აქვს აქტივში და გამოკვეთილი აუტსაიდერია.

კვიპროსის მთავარ დივიზიონში ახნას "ეთნიკოსი" ერთ-ერთ ლიდერ აპოელ-ს ესტუმრა და ვერაფერს გამორჩა - 0:2.

ახნელთა შორის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ნიკა კაჭარავა, გიორგი ილურიძე და რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს. გია
გრიგალავა
განაცხადში არ ყოფილა.

14-გუნდიან I დივიზიონში "ეთნიკოსი" 8 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-11 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერლიგაში გიორგი ნავალოვსკის "ვერიამ" ტოლი არაფერში დაუდო მრისხანე "პანათინაიკოსს" - 1:1. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა სრულად ითამაშა და ბოლო წუთზე გაფრთხილებაც მიიღო. 6 ტურის შემდეგ "ვერიას" მხოლოდ 5 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

ისრაელის ლიგატ ჰა'ალიში შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ-ავივის "მაკაბი" შინ 0:2 დამარცხდა ჰაიფელ სეხნიასთან და ერთპიროვნულად გალიდერების შანსი დაკარგა. ასე კი, შოთას გუნდი მეორე ადგილზე დარჩა და ოდენ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება ბეერ შევას "ჰაპოელს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესე იგი დიდი ენერგია წაიღო აზ-67-ის დამარცხებამ. შოთას შემდეგში წარმატებებს ვუსურვებ.
gizog
11:22 25-10-2016
0
თვალი ეცა არველას ტო
bergonto
13:30 25-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული