საქართველო თუ რუსეთი? - გიორგი ჯიქიას რუსეთის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ

AutoSharing Option
რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს "ამკარის" ქართველი მცველი გიორგი ჯიქია ნაკრების გაფართოებულ სიაში ჰყავს შეყვანილი და როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, მომდევნო წელს ნაკრების ერთ-ერთ შეკრებაზე მის მოწვევას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია "Р-Спорт"-ს ამკარელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმაც დაუდასტურა.

"როგორც ჩანს, ჯიქიათი საქართველოშიც ინტერესდებიან. ამასთანავე, საუბარი რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვთან მქონდა. მან მითხრა, რომ ჯიქია მის გაფართოებულ სიაშია და მომდევნო წელს ერთ-ერთ შეკრებაზე გეგმავს მის მოწვევას. სხვა "ამკარის" ფეხბურთელებზე ინფორმაცია არ მაქვს, ის მხოლოდ ჯიქიაზე მესაუბრა", - განაცხადა
გაჯიევმა.

რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯიქიამ "ამკარის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთხელაც არ შეუცვლიათ. ჯიქია "ამკარში" 2015 წელს გადაბარგდა, მანამდე კი "ხიმიკის", ნალჩიკის "სპარტაკის" და "ლოკომოტივი 2"-ის შემადგენლობაში იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ალექსანდრე იაშვილმა ჯიქიასადმი ინტერესი და მასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა.

- ალექსანდრე იაშვილი: გოგიასა და ჯიქიასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფოცხვერიას კაცური კაცის სახელი აქვს. რასაც ფულით ვერ იყიდი.
გიო
23:00 26-10-2016
0
"ფეხბურთელს" - რა ვქნათ ეხლა ამოვიცვათ ყველამ ს ა მ შ ო ბ ლ ო კაი საცვეთი ფეხსაცმელივით!...ფულზე გაყიდულებსაც ნუღა განვიკითხავთ, რა ექნათ ფული სჭირდებოდათ და გაყიდეს სამშობლო!....ასეთი აზრები სამარცხვინოა!...
ნიკა
14:32 26-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული