საქართველო თუ რუსეთი? - გიორგი ჯიქიას რუსეთის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ

AutoSharing Option
რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს "ამკარის" ქართველი მცველი გიორგი ჯიქია ნაკრების გაფართოებულ სიაში ჰყავს შეყვანილი და როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, მომდევნო წელს ნაკრების ერთ-ერთ შეკრებაზე მის მოწვევას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია "Р-Спорт"-ს ამკარელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმაც დაუდასტურა.

"როგორც ჩანს, ჯიქიათი საქართველოშიც ინტერესდებიან. ამასთანავე, საუბარი რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვთან მქონდა. მან მითხრა, რომ ჯიქია მის გაფართოებულ სიაშია და მომდევნო წელს ერთ-ერთ შეკრებაზე გეგმავს მის მოწვევას. სხვა "ამკარის" ფეხბურთელებზე ინფორმაცია არ მაქვს, ის მხოლოდ ჯიქიაზე მესაუბრა", - განაცხადა
გაჯიევმა.

რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯიქიამ "ამკარის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთხელაც არ შეუცვლიათ. ჯიქია "ამკარში" 2015 წელს გადაბარგდა, მანამდე კი "ხიმიკის", ნალჩიკის "სპარტაკის" და "ლოკომოტივი 2"-ის შემადგენლობაში იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ალექსანდრე იაშვილმა ჯიქიასადმი ინტერესი და მასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა.

- ალექსანდრე იაშვილი: გოგიასა და ჯიქიასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფოცხვერიას კაცური კაცის სახელი აქვს. რასაც ფულით ვერ იყიდი.
გიო
26 ოქტომბერი 2016 23:00
0
"ფეხბურთელს" - რა ვქნათ ეხლა ამოვიცვათ ყველამ ს ა მ შ ო ბ ლ ო კაი საცვეთი ფეხსაცმელივით!...ფულზე გაყიდულებსაც ნუღა განვიკითხავთ, რა ექნათ ფული სჭირდებოდათ და გაყიდეს სამშობლო!....ასეთი აზრები სამარცხვინოა!...
ნიკა
26 ოქტომბერი 2016 14:32
0
Kvelas gekitxebit vin iko tqveni cinapari?ra gamiketa samshoblom ar aris scori shekitxva,dasvi ese ra gaukete samshoblos.focxveria nagdad gulit qartvelia da bebrzec uketesi.kvela vinc qvekanas gakidis an moucodebs vinmes gayidos is qartveli ar aris da tu sheni ar gikvars verc sxvisas sheikvareb
Mikheili
26 ოქტომბერი 2016 14:23
0
სამშობლომ უკვე დიდი ხანია გაყიდა თავისი შვილები და ეხლა ხალხს წაკიდება დაიწყო ყველას გვიჭირს და ყველა ისე იზამს როგორც მის ოჯახს ჭირდება სამშობლოზე რო იფიკრო სამშობლომაც უნდ აიფიკროს შენზე უბრალოდ ისევ ჩვენ გულშემატკივრები ვკარგავთ კარგ ფეხბურთელებს თორე იმ დღეს მიშა ვნახე ფოცხვერია ვერც ვიცანი ვინ დაუფასა გადაწყვეტილება ვინ რაში უდგას გვერდით ისე ეცვა დღეს წესით ჩაცმულობის პრობლემა რო ა რუნდა ჰქონდეს
fexburteli
26 ოქტომბერი 2016 13:12
0
დზალიტ პატრიოტებო, ომის ვეტერნებს არ აფასებტ, ჩვენ დევნილებს არ აფასებტ და როგორ დაგიჯეროტ ფეხბურტელებს დაფასებტ, ერტი ტამაში რომ არ გამოუვიდეს ლანდზღვა გინებას დაუწყებტ პირველი ტქვენ
simartle
26 ოქტომბერი 2016 12:42
0
ფოცხვერიას არაფერი არ მოუგია ჩვენი ნაკრების არჩევით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას ვინც უყურა იმ თამშს იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს რო მოუგეთ რუსთავში ახსოვს და უყვარს ფოცხვერია... მაგდროს თავდამსხმელის პოზიციაზე ჩვენ ნაკრებში უფრო დიდი კონკურენცია იყო ვიდრე უკრაინი, მაგრამ იმ კაცმა კაცური არჩევანი გააკათა! ვერავის ვერაფერს ვერ დავაძალებთ მაგრამ... თუ ფოცხვერია ცოტა მეტად დავაფასებთ, ჯიქია, გოგია და სხვები თავინთ თავს დაინახავენ იქ სადაც მათი ადგილია!
ziz
26 ოქტომბერი 2016 12:24
0
იმედია ჯიქია სამშობლოს არ გაყიდის
tyeshelaant giji
26 ოქტომბერი 2016 12:06
0
ა აკაკი გოგიას შევეშვათ არა, ბუნდეს ნაკრებში მოხვედრის შანსი აქ ხომ.დდდ ჯიქიასაც აგერ ნახავ ერთხელ გამოუძახებენ(ჩვენს ჯინზე) და მერე ნაკრებს არ გააკარებენ, ახრიკ ცვეიბა გაიხსენეთ. როგორ დაუფასეს რუსეთის ნაკრები რომ აირჩია.
ქომაგი-ის
26 ოქტომბერი 2016 11:41
0
Mikheili-ს. მე როგორც ვიცი ამ კაცს არაფერი, გარდა ეთნიკურისა არ აკავშირებს საქართველოსთან. მაშინ რატომ ითხოვთ ასე დაჯინებით საქართველოს უპერსპექტივო ნაკრებში თამაშს, მაშინ როც რუსეთის ნაკრებში მოხვედრით, გარანტირებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა.
გუგა
26 ოქტომბერი 2016 11:37
0
ეს კაცი არაა დასაკარგი. კვირკველიას და კაშიას რამე რო მოუვიდეს ვის დააყენებენ?
rusi
26 ოქტომბერი 2016 11:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული