"თუ ჯანო ანანიძემ ასე გააგრძელა, მისით ყველა ევროპული კლუბი დაინტერესდება"

AutoSharing Option
რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩოგბურთში ევგენი კაფელნიკოვმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივარია, მისი საყვარელი ფეხბურთელები კი კვინსი პრომესი და ჯანო ანანიძე არიან.

კაფელნიკოვი მიიჩნევს, რომ ქართველ ფეხბურთელს აქვს ისე განვითარების შანსი, რომ მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

- დღევანდელ "სპარტაკში" თუ გყავთ საყვარელი მოთამაშე?
- პრომესი და ანანიძე. კვინსი თავად იტანს, არიგებს საგოლე პასებს. ბედნიერებაა გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა. აი, ჯანოც ჩვენ თვალწინ უმატებს.

- ეს სიურპრიზია?
- მგონია, რომ ანანიძე უწინ, უბრალოდ, ფიზიკურად იყო სუსტი და
მეტოქეები მხრის ერთი კვრით წყვეტდნენ ბურთისგან. ახლა მოძლიერდა, ხორცი შეისხა და ფეხებზე მყარად დგას. ტექნიკისა და თამაშის ხედვის მხრივ კი, ჯანოს პრობლემა არასდროს ჰქონია.

მას შეუძლია დიდებული პასის გაკეთება, ბრწყინვალე გოლის გატანა. თუკი ასეთივე შემართებით გააგრძელებს, იმ დონემდე გაიზრდება, მისით ყველა ევროპული კლუბი დაინტერესდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბავშვობაში ვბალერშჩიკობდი კაფელნიკოვს - მაგარი გიჟი ვინმე იყო სულ ამტვრევვდა ხოლმე ჩოგნებს :)


მიდი ჯანო მაგარი იგროკია მისი ფანი ვარ - ნაკრებშიც ძაან გვჭირდებ მასეთი ფეხბურთელი.
oto
17 ივლისი 2019 11:00
0
- რაებს ბოდავ !.. რატომ აყენებ მთელ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს უაზრო შეურაცყოფას ... ჯერ წიგნი წაიკითხე მერე წერე !!!
" პრაფესორ " თამაზს-
01 ნოემბერი 2016 13:49
0
სამწუხაროდ ჯანოს არა აქვს სისწრაფე და ფიზიკური ძალა რომ ევროპის გრანდებში ითამაშოს,სულ სათადარიგოთა სკამზე იქნება,მაგისთვის რუსეთი ზედგამოწერილია,ისე ყაზაიშვილიც თუ ჩავა რუსეთში უფრო მეტს მიაღწევს,რუსეთის ჩემპიონატი მშვენიერი დონეა ჩვენნაირი ნელი და ზარმაცი ხალხისთვის
თამაზი
01 ნოემბერი 2016 12:31
2
ნუ ეხლა ფიზიკურად ძაან სუსტი იყო ეს ფაქტია ეხლაც არაა ის ძაან ძლიერი ფიზიკურად მაგრამ ფაქტია რომ სპარტაკში კარგი პირობებია და აქედან გამომდინარე ფიზიკურადაც მომძლავრდადა კარგადაც თამაშობს და რა თქმა უნდა მეტ დროსაც აძლევენ.
ხვიჩა
01 ნოემბერი 2016 12:00
0
ხორცი მოისხა---კი როგორ არა,ასი კილოა...
status quo
01 ნოემბერი 2016 01:39
0
კარგით რა,თუ გგონიათ ჯანო ამას არ კითხულობს?
dato
31 ოქტომბერი 2016 22:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული