"თუ ჯანო ანანიძემ ასე გააგრძელა, მისით ყველა ევროპული კლუბი დაინტერესდება"

AutoSharing Option
რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩოგბურთში ევგენი კაფელნიკოვმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივარია, მისი საყვარელი ფეხბურთელები კი კვინსი პრომესი და ჯანო ანანიძე არიან.

კაფელნიკოვი მიიჩნევს, რომ ქართველ ფეხბურთელს აქვს ისე განვითარების შანსი, რომ მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

- დღევანდელ "სპარტაკში" თუ გყავთ საყვარელი მოთამაშე?
- პრომესი და ანანიძე. კვინსი თავად იტანს, არიგებს საგოლე პასებს. ბედნიერებაა გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა. აი, ჯანოც ჩვენ თვალწინ უმატებს.

- ეს სიურპრიზია?
- მგონია, რომ ანანიძე უწინ, უბრალოდ, ფიზიკურად იყო სუსტი და
მეტოქეები მხრის ერთი კვრით წყვეტდნენ ბურთისგან. ახლა მოძლიერდა, ხორცი შეისხა და ფეხებზე მყარად დგას. ტექნიკისა და თამაშის ხედვის მხრივ კი, ჯანოს პრობლემა არასდროს ჰქონია.

მას შეუძლია დიდებული პასის გაკეთება, ბრწყინვალე გოლის გატანა. თუკი ასეთივე შემართებით გააგრძელებს, იმ დონემდე გაიზრდება, მისით ყველა ევროპული კლუბი დაინტერესდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგით რა,თუ გგონიათ ჯანო ამას არ კითხულობს?
dato
22:18 31-10-2016
0
ხორცი მოისხა---კი როგორ არა,ასი კილოა...
status quo
01:39 01-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული