საქართველოს ჯიბრში არ ვუდგებით - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ჯიქიას გამოძახებაზე

AutoSharing Option
პერმის "ამკარის" მცველის, გიორგი ჯიქიას რუსეთის ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოძახების შესახებ ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განმარტება გააკეთა. მწვრთნელის თქმით, 22 წლის მცველის შეკრებაზე მიწვევა არ უკავშირდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ცოტა ხნის წინ გამჟღავნებულ ინტერესს, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ჯიქია საქართველოს ნაკრებში ათამაშოს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა 24-კაციანი სია, რომლებიც ყატარსა და რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. შეკრებაზე გამოძახებულია ჯიქიაც, რომელიც მართალია, განაცხადში არაა, მაგრამ გუნდთან ერთად მოემზადება და შესაძლოა, ამხანაგურ მატჩებშიც
ითამაშოს.

- რუსებმა დაგვასწრეს - გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული!
- "ამკარის" გენ-დირექტორი: გიორგი ჯიქიას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს!

"ის ნაკრებში იმის გამო არ გამოგვაძახებია, რომ მის მიმართ დაინტერესება საქართველოში გამოხატეს. ჯიქია გაფართოებული შემადგენლობის სიაში პირველივე დღიდან გვყავდა.

არც ვიცოდი, საიდან იყო ის წარმოშობით და სხვასაც თუ ჰქონდა მისი ნაკრებში მიწვევის სურვილი. ჩვენ სიას ისე ვადგენთ, არც არავის ვეჯიბრებით და არც მომავალში ვაპირებთ, ჯიბრში ჩავუდგეთ.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია - მას აქვს უფლება, 10 ამხანაგური მატჩი ჩაატაროს და შემდეგ წავიდეს სხვა ნაკრებში", - თქვა ჩერჩესოვმა რუს ჟურნალისტებთან.

მომზადებულია ТАСС-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვედრო მანეტად რომ იყოს ასეთი ბიჭები, დღეს არ ვიქნებით რეიტინგში ფსკერთან ახლოს, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ფეხბურთის ჩინოვნიკები ივაჟკაცებენ და არ დაუთმობენ რუსებს ამ მართლ ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელს.
ბიჭს რო მოღალატედ აცხადებთ, მოგისმენიათ მისი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? რუსეთის მოქალაქეობას რომ დალხენილი ცხოვრების გამო არ მიიღებდა ხო გასაგებია და რუსეთის მოქალაქე რომ ნაკრებში გამოიძახეს რა გასაკვირია?... ახლა ჯერი ჩვენებზეა და მაგის სურვილზეც რა თქმა უნდა, მარა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ,,კლავიატურის ლომების" გასალანძღი მაინც არაა.
Irakli apkhaidze
13:07 02-11-2016
0
Shen genacvale, saamayo qartvelo!
Tornike
11:11 02-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული