სავარაუდოდ, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ტრავმა აქვს და არსებობს საშიშროება, რომ ეროვნულ გუნდს მოლდოვასთან 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმაროს.

მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ჰავბეკმა ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, სტუმრად "ტომთან" გასამართი მატჩის წინა ვარჯიშზე მიიღო. ამის შესახებ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლეონიდ ტრახტენბერგმა აცნობა, რომლის თქმით, ანანიძეს თეძოს კუნთი აწუხებს.

ტრავმის გამო ჯანო "ტომთან" მატჩის განაცხადში არ მოხვდა, დაზიანების ხარისხის შესახებ უფრო დეტალურად კი ორშაბათს, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევი ციკლის მატჩს მოლდოვასთან 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გოგია გამოიძახეთ ნაკრებში თორემ ჯიქიასავით მასაც დაკარგავთ საქართველოსთვის და დაიწყებთ მერე სიჭინავაზე გადაბრალებას... სირაქლემას პოზაში დგომას გადაეჩვიეთ ჯობია, სანამ გულშემატკივრები არ მოგივარდნენ ვაკეში და არ გამოგაპანღურეს მანდედან!
giorgi
05 ნოემბერი 2016 21:27
0
ქართველებმა იმდენად შეიყვარეს ფული რომ ლიჟბი ბევრი აახიონ ქვეყანას და ფეხებზე ჰკიდიათ ფეხბურთიც, ერიც და გულშემატკივრებიც, დაავადებული ერი ვართ, ფულის სინდრომით, საცოდავი ერი, ისტორია არ გვინდა ჩვენი და ხედავთ სანამდე დაეცა ერი, ვინც წარსულს პატივს არ სცემს იმას მომავალიც არ გააჩნია როგორც ერს, დააკვირდით ყველგან უზნეო ხალხი მიძვრება მაღალ ეშელონებში, ვითომდაც ხალხის რჩეული იყვნენ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს , ნუთუ ერთი პატრიოტი არ გამოჩნდება საქართველოში ვინც ყველას გასაგონად სიმართლეს ეტყვის მთელ საქართველოს!
giorgi
05 ნოემბერი 2016 21:18
0
imedebi gaazrua federaziam, moashoret eg kobiashvili da mujiri kartul fexburts, araprofesionalebi arian, tavidnen gldanshi da sadaz undat, nutu iseti kazi ar moizebna sakartveloshi, rom samrtlian gadatkvetilebebs igebdnen maksimalurad daixarjos!
kartveli
05 ნოემბერი 2016 20:26
0
გოგიაც უნდა გამოიძახონ და არაბიძეც, მოლდოვასთან ნამდვილად უნდა გაესიჯათ არაბიძე, გამოჩნდებოდა ზუსტად რა შეუძლია, თორემ გახდება უკრაინელი და მერე დაიწყებენ მონანიებას
Niko
05 ნოემბერი 2016 17:03
0
ფედერაცია რატო წელავს საქმეს გოგიასთან მიმართებაში ვერ გავიგე.ეტყობათ არ იციან საიდან და როგორ მოაგვარონ ეს საკითხი,და არა მარტო ეს. ყველა საქმეს პროფესიონალიზმი და გულიანი მიდგომა და დამოკიდებულება ჭირდება,რომელიც ამათ მხრიდან არ იგრძნობა,თორემ რა გახდა ამ საქმის მოგვარება.მითუმეტეს იძახის ის ბიჭი მინდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო.
თათია
05 ნოემბერი 2016 16:06
0
ჯანო განაცხადში არ ყოფილა.საიდან მოიტანეთ.უბრალოდ სკამზე იჯდა და უყურებდა თამაშს.
jumber
05 ნოემბერი 2016 15:10
0
ფედერაცია რატო წელავს საქმეს გოგიასთან მიმართებაში ვერ გავიგე.ეტყობათ არ იციან საიდან და როგორ მოაგვარონ ეს საკითხი,და არა მარტო ეს. ყველა საქმეს პროფესიონალიზმი და გულიანი მიდგომა და დამოკიდებულება ჭირდება,რომელიც ამათ მხრიდან არ იგრძნობა,თორემ რა გახდა ამ საქმის მოგვარება.მითუმეტეს იძახის ის ბიჭი მინდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო.
თათია
05 ნოემბერი 2016 15:00
0
რასისულეეებს წერთ ჯანოზე! ან რა დაგვერხა საერთოდ....))
svani
05 ნოემბერი 2016 13:36
0
თამაშს ვუყურებ დაკომენტატორმაც თქვა ტრამვა აქვსოო და გასახდელშიც არ მიდისსო ახლოდან უნდა თამაშის ყურებაო,,ისე განაცხადში ყავს შეყვანილი ,,ჯანო არაა ის ბიჭი ნაკრებში როპარ ჩამოვიდეს და ტრამვა მოიმიზეზოს ეგ პროსტო გამორიცხულია
Temo
05 ნოემბერი 2016 13:10
0
ანანიძის საქციელს ნუ დაივიწყებთ,სამშობლოზე შეყვარებული ბიჭია.გამოიძახეთ გოგია და ჯიქია და დავინახავთ სურს მათ სამშობლოს გამოადგენ თუ არა.ესე მგონია ფედერაცია სათანადოთ ვერ მუშაობს.
Mikheil
05 ნოემბერი 2016 13:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული