საინტერესო დეტალები გიორგი ჯიქიასა და სფფ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ემზადება
გიორგი ჯიქია
მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, "სპორტ-ექსპრესმა" მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, 7 ნოემბერს კი პერმის "ამკარის" წარმოშობით ქართველი მცველი რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და გუნდთან ერთად დოჰაში გაფრინდა, სადაც 10 ნოემბერს ყატარს შეხვდება. ამის შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი გროზნოში რუმინეთს უმასპინძლებს...

"ნაკრების შეკრებაზე გამგზავრებამდე პერმელთა მცველმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ყველა ორთაბრძოლა მოიგო და 11 გადაცემა ჩაჭრა. ის ცსკა-სთან შეხვედრაში საუკეთესო იყო", - წერს "სპორტ-ექსპერესი", რომელთან
ინტერვიუშიც ჯიქიამ თქვა, რომ რუსეთის მთავარ გუნდში თამაში სურს.

"ნაკრების შეკრებაზე სპეციალურად ცოტა ადრე მივედი, ეკიპირება რომ მიმეღო. როგორი შეგრძნებაა ქვეყნის მთავარ გუნდში ვარჯიში? ყველაფერი ჩინებულად არის და დადებით ემოციებში ვარ. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, მოედანზე დავამტკიცო, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსი ვარ", - ამბობს ჯიქია.

22 წლის მცველმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და სურთ, რომ ეროვნულ გუნდში მიხილონ. თუმცა, რუსეთის ნაკრების შეკრებაზე მიმიწვიეს და მივედი. დიახ, იმიტომ, რომ რუსეთში თამაში მსურს. ამისთვის წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ახლა შანსი მაქვს დავამტკიცო, რომ ამისთვის მზად ვარ".

სხვათა შორის, ჯიქიასა და ფეხბურთის ფედერაციის მოლაპარაკებაზე საინტერესო ამბები შევიტყვეთ. მოლაპარაკება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიმართა, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ. მასაც სურდა ჯიქიას ნაკრებში მიწვევა.

რუსეთში ქართველები საგანგებო მისიით გაემგზავრნენ და გიორგისაც შეხვდნენ. ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ "ლელოსთან" თქვა, რომ ჯიქია უბრალო, გულიანი და პატიოსანი ადამიანია. ფედერაციის შეთავაზებაზე ჯიქიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა და ფეხბურთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ მზად იყო.

მაგრამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქართული პასპორტი საკლუბო კარიერაში პრობლემას შეუქმნიდა - რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩაითვლებოდა, რაც გუნდსაც არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდებდა და თავად მასაც. ანუ მაშინაც კი, როცა ჯიქიას რუსეთის ნაკრებში არ იწვევდნენ და ერთი შეხედვით, ასარჩევიც არაფერი ჰქონდა, ლეგიონერობის საკითხი აფიქრებდა. გაირკვა, რომ მას რუსი მენეჯერი ჰყავს და მოქალაქეობის შეცვლას კატეგორიულად სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა.

ჯიქიას სიფრთხილე გასაკვირი არც არის, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაშის თანხმობის შემთხვევაში, ის გრძნობდა საშიშროებას, რომ კლუბში ადგილს დაკარგავდა, სათამაშო პრაქტიკის პრობლემა შეექმნებოდა და ასეთი - საქართველოს ნაკრებსაც აღარ დასჭირდებოდა.

მისი დათანხმება ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ახალმა ხელმძღვანელებმაც სცადეს, ხშირი კავშირიც ჰქონდათ და ცდილობდნენ, სასურველი პასუხი მიეღოთ, მაგრამ ჯიქია ისევ ყოყმანობდა და ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდა.

ნოემბრამდე მისი დაყაბულების ვარიანტი ის იყო, რომ ჯიქიას "ამკართან" კონტრაქტი ნახევარ წელიწადში უმთავრდება და ევროპაში გადასვლის შემთხვევაში, "ჯვაროსნებში" მისი ჩამოყვანა გაადვილდებოდა.

მაგრამ რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს და გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაში პრობლემური გახდა - ახლა ჯიქიას გამო დიდი აჟიოტაჟი ატყდა და მისით პრემიერლიგის ლიდერები დაინტერესდნენ.

სამწუხაროდ, ვითარება ასე შემოტრიალდა და ცხადია, ეს გულდასაწყვეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
სხვისი კრიტიკა ადვილია ვინც არ წავიდა რუსეთში და ის რომ არ გამოიახეს ნაკრებში მის არ გამომო,ძახებელზე რომ არაფრის ტქმა არ გინდატ ესაა,მერე ვიღაც თავის ცხოვრებას მოიწყობს და ამით დამთავრდება ყველაფერი ეს ხომ ქვეყანა არაა ნიჭიერიფეხბურთელებისსასაფლაოა ჯერ მწვრზტნელების შერჩვას მიხედეთ ყველა ძტავის ინტრრესების მიხედვით რომ იზახებს ნაკრებში თუნდაც ასაკობრივში საიდანაც იზრდება ფეხბურთელი სხვას პატრიოტიზმს და გმირობას თხოვთ და ეს საქმოსნები თავის საქმეს აკეზტებენ ქარტულ ფეხბურტში მოკალათებულები
სანდრო
15:17 09-11-2016
0
ამის მერე როგორღა უნდა ათამაშოთ და მოიწვიოთ ნაკრებში,დახურეთ ეს თემა რა,ამაზე ისაუბროს რუსმა საზოგადოებამ,რა სისულელეა დღეს თუ კაი ფეხბურთელი ხარ ბანგლადეშის პასპორტიტაც ითამაშებ კარგ კლუბში,აქ წერენ მოღალატეთ შერაცხესო და აბა რაგა არის სხვა მოღალატეობა ამიხსნას ვინმემ,საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ გიწვევს ქართველს და რუსეთში მინდა მეო რაღა კომენტარი უნდა
michael
04:42 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული