თამაზ პერტია ლატვიის ექსჩემპიონის მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
41 წლის ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია ლატვიის ექსჩემპიონი "ლიეპაიას" ახალი მთავარი მწვრთნელია.

პერტიამ ამ პოსტზე ვიქტორ დობრეცოვი შეცვალა. ბოლო სეზონში "ლიეპაიამ" ფინიში ჩააგდო - ბოლო 7 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

პერტიას სამწვრთნელო საქმიანობა 2007 წლიდან იწყება, როცა მან "დინაბურგი" ჩაიბარა, მაგრამ მანიპულაციების გამო კლუბი 2009 წელს ჩემპიონატიდან მოკვეთეს. ხოლო თავად პერტიამ და პრეზიდენტმა ოლეგ გავრილოვმა ლატვიურ ფეხბურთში სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღეს.

მაგრამ უკვე 2010 წელს ჩვენებურს რეაბილიტაცია შეეხო და ის "დაუგავას" მწვრთნელად დანიშნეს.

2011-ში ის უკვე
"ოლიმპის" თავკაცი იყო, 2013-ში კი ლატვიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "სკონტო" ჩაიბარა.

სამი წლის განმავლობაში "სკონტო" მე-2 ადგილზე გადიოდა, შემდეგ კი უსახსრობის გამო უმაღლესის ლიცენზია ვერ მიიღო და "სკონტომ" ბოლო სეზონი პირველ ლიგაში ითამაშა, პერტიამ კი სამწვრთნელო საქმიანობისგან დროებით შესვენება აიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული