liga-zwei.de: აკაკი გოგიას აყვანა ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბს სურს

AutoSharing Option
liga-zwei.de-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დრეზდენის "დინამოში" იჯარით მოთამაშე აკაკი გოგიას შეძენაზე პრიორიტეტული უფლება დრეზდენულ კლუბს აქვს, დიდი შანსია, ქართველი მაინც დაკარგოს, რადგან მისი აყვანა ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბს სურს.

24 წლის გოგია "ბრენფორდიდან" იჯარით თამაშობს "დინამოში" და თანაც ისე კარგად, რომ "კიკერის" საშუალო შეფასებით, ის II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია (2,44 ქულა).

"საიდუმლო არ არის, რომ "დინამოს" თამაშის სტილს კარგად შევეწყვე და აქ ჩემი პოტენციალი ბოლომდე გამოვავლინე", - ამბობს გოგია საიტთან კომენტარში.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი რალფ მინგე, რომელიც ახლა "დინამოს" სპორტული
დირექტორია, აცხადებს: "რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ აკაკი გოგიამ მომდევნო სეზონიც "დინამოში" ითამაშოს, მაგრამ ეს ანდიმ (ასე უძახიან გერმანიაში მას) თავადაც უნდა მოინდომოს".

მინგე შეფასებაში ფრთხილია, რადგან ცნობილია, რომ გოგიას მთხოვნელები არ აკლია და ერთ-ერთი მათგანი ბუნდესლიგიდანაცაა. შორსმიმავალ გეგმებზე არც თავად ფეხბურთელი საუბრობს: "ახლა ვერაფერს ვიტყვი ამაზე, თუმცა ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ "დინამოში", - აცხადებს ის.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფედერაცია!მიხედეთ ამ ბიჭს,ეს კაცი წამალივით ჭირდება ნაკრებს.
თენგო
17:54 16-11-2016
0
ფედერაცია!მიხედეთ ამ ბიჭს,ეს კაცი წამალივით ჭირდება ნაკრებს.
თენგო
18:03 16-11-2016
0

სიახლეები პოპულარული