"სიმბოლურია, რომ ოქრიაშვილმა ლუჩესკუს გუნდს გაუტანა, რომელმაც მასზე "შახტარში" უარი თქვა"

AutoSharing Option
სააგენტო Innovation Sports Technologies-ის დირექტორმა თემურ ლეპსაიამ, რომელსაც თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარში" გადასვლაში წვლილი მიუძღვის, დღეს ქართველი ფეხბურთელის მიერ ულამაზეს მაკრატელაზე კომენტარი გააკეთა.

- თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

"ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი არაა შემთხვევითობა. ის ძალიან ნიჭიერი, ტექნიკური და შრომისმოყვარე ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ ჯერ მცირე დრო ეძლევა, მაგრამ ვფიქრობ, ნელ-ნელა მიეჩვევა გუნდს, ადაპტაციას გაივლის და მეტი დრო მიეცემა.

ჩვენმა კომპანიამ მის ტრანსფერში წვლილი შეიტანა და ალბათ "კრასნოდარის" მენეჯმენტი მის შეძენას არ ნანობს. დარწმუნებული ვარ, ის კლუბს არაერთ წარმატებას მოუტანს.
თავისი პოტენციალით, ოქრიაშვილი რუსეთის პრემიერლიგის ვარსკვლავად უნდა იქცეს.

სიმბოლურია, რომ გამარჯვების გოლი მან მირჩა ლუჩესკუს გუნდს გაუტანა, რომელმაც მასზე თავის დროზე "შახტარში" უარი თქვა", - ციტირებს ლეფსაიას championat.com.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზენიტმაც თქვა უარი სინჯებზე.
ტყეშელაანთ გიჟი
03:41 28-11-2016
0
უარი თქვა და კი გაუდოოო/
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული