როგორ გადაეხვია აფხაზი ქართველს!.. სასიამოვნო კადრი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის XV ტურში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" დრამატული შეხვედრის ბედი 94-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი "მაკრატელათი" გადაწყვიტა. ორი დღეა, რუსები საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" შემტევის სუპერგოლზე ლაპარაკობენ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში კი მისი ინტერვიუები ვრცელდება.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]
- თორნიკე ოქრიაშვილი: მადლობა "ზენიტს", რომ არ დამიტოვა

ასევე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს "კრასნოდარის" ფეხბურთელებმა მოგება და გასახდელში როგორ შეხვდნენ ოქრიაშვილს.

- როგორ შეხვდნენ თორნიკე ოქრიაშვილს "კრასნოდარის" გასახდელში [VIDEO]

იქ ერთი საინტერესო დეტალი იყო: თორნიკეს "კრასნოდარის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი
გადაეხვია და მამობრივი სიყვარულით მიმართა - "რამდენი სცადე და ბოლოს მაინც გამოგივიდა, გენაცვალე".

ბევრმა არ იცის, რომ ეს ჭაღარა კაცი "კრასნოდარის" გენერალური დირექტორი, აფხაზი - ვლადიმირ ხაშიგია. ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან სასიამოვნო კადრია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ასე იყო ყოველთვის არის და იქნება ეგ აშშ-ს და ევროპის მონები და ფულის გამომძალველები რომ არა
lali
12:02 07-12-2016
0
აბა ეს მტარვალი მაჯლაჯუნა ევროპელები ვალოდია მცირესთან წყალს გვიმღრევენ!!:))
lali-s
12:51 07-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული